ევროპის ბიზნეს-რეესტრების ასოციაციის ყოველწლიურ ღონისძიებას 2024 წელს თბილისში საჯარო რეესტრი უმასპინძლებს

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ინფორმაციით, ევროპის ბიზნესრეესტრების ასოციაციის ყოველწლიურ ღონისძიებას 2024 წელს თბილისში საჯარო რეესტრი უმასპინძლებს. ამის შესახებ მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგენისას აღნიშნა.

„2023 წელს ევროპის სხვა აპლიკანტ ქვეყნებს შორის გაიმარჯვა საქართველომ. ევროპის ბიზნესრეესტრების ასოციაცია, რომელიც 42 ქვეყანას აერთიანებს, ყოველწლიურ ღონისძიებას 2024 წელს ჩაატარებს თბილისში და ესეც, რა თქმა უნდა, იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ბიზნესასოციაციების კუთხითაც საქართველო არის ერთ-ერთი მისაბაძი მაგალითი“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

მისივე თქმით, ევროპის ბიზნესის რეესტრების საერთაშორისო ასოციაცია (EBRA) ევროკავშირისა და ევროსაბჭოს 42 ქვეყანას აერთიანებს და მიზნად ისახავს ბიზნესის რეგისტრაციის სფეროში ეფექტიანი თანამშრომლობის ხელშეწყობას.

გარდა ამისა, მინისტრმა სტუდია „იუსტიციის“ პროექტის განხორციელებაც დააანონსა.

„კიდევ ერთი პროექტი მინდა, დავაანონსო, ეს არის სტუდია „იუსტიცია“ – უნიკალური პლატფორმა საზოგადოებასთან კომუნიკაციის. სულ ცოტა ხანში საზოგადოება იხილავს ამ სტუდიას. ეს იქნება, ფაქტობრივად, ინტერნეტტელევიზია, რომელიც განკუთვნილი იქნება იურისტებისა და ყველა იმ პირისთვის, რომელიც დაინტერესებულია სამართლებრივი საკითხებით“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

მისივე თქმით, სტუდია „იუსტიციის“ მიზანი სამართლებრივ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და იურიდიული ხასიათის თემებზე დისკუსიის ხელშეწყობაა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა