ხატია დეკანოიძე - პრეზიდენტმა ივანიშვილზე მეტ-ნაკლებად სწორი გზავნილი მიაწოდა პარტნიორებს - ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ადამიანი, რომელმაც კაპიტალი დააგროვა რუსეთში და შემდეგ ის უპრობლემოდ გამოიტანა რუსეთიდან

პრეზიდენტმა ივანიშვილზე მეტ-ნაკლებად სწორი გზავნილი მიაწოდა პარტნიორებს - ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ადამიანი, რომელმაც კაპიტალი დააგროვა რუსეთში და შემდეგ ის უპრობლემოდ გამოიტანა რუსეთიდან, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილის ოლიგარქად და მთავარ პრობლემად დახასიათება, რომელიც დგას ანტიდასავლური პოლიტიკის უკან, მნიშვნელოვანია.

„მე მოხარული ვარ, რომ ივანიშვილზე მეტ-ნაკლებად სწორი გზავნილი მიაწოდა პრეზიდენტმა პარტნიორებს. თქვენ იცით, რომ უფრთხოდა და ცოტა თავშეკავებული იყო ივანიშვილის შეფასებაში, მაგრამ ვფიქრობ, ეს დახასიათება (ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიება) მნიშვნელოვანია საქართველოს საზოგადოებისთვის, პარტნიორებისთვის, რომ ჩვენ ზუსტად ვიცოდეთ, რა არის ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა და ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ადამიანი, რომელმაც კაპიტალი დააგროვა რუსეთში და შემდეგ ის უპრობლემოდ გამოიტანა რუსეთიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ივანიშვილის ოლიგარქად და მთავარ პრობლემად დახასიათება, რომ ყველაფრის მიღმა - იმპიჩმენტის, ანტიდასავლური პოლიტიკა და იმ ადამიანების უკან, ვინც ამას ეწევა, არის ივანიშვილი.

საქართველოში არის ერთადერთი ოლიგარქი, რომელიც მართავს ყველაფერს, ოლიგარქის განმარტება არის მცირეთა მმართველობა მდიდარი ადამიანების. ვინ მართავს დღეს სახელმწიფო ინსტიტუტებს? - ესაა ივანიშვილი“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა. როგორც ზურაბიშვილმა, le monde-თან ინტერვიუში განაცხადა, ივანიშვილი მათ რიგებშია, „ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება“.

"მე არ ვიცი, როგორია მისი რეალური ჩარევა ქვეყნის ეკონომიკურ საკითხებში. ეს ყველაფერი აბსოლუტურად არაა გამჭვირვალე. ცხადია, მას დომინანტური გავლენა აქვს არსებულ მმართველებზე. დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის. პასუხი დეოლიგარქიზაციაზე, ვფიქრობ, მომავალ არჩევნებშია",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია