რატი ბრეგაძე - ჩვენ გავხსნით იუსტიციის სახლში სამართლის ისტორიის ჰოლოგრამულ მუზეუმს, რომელსაც მსოფლიოში ნამდვილად არ აქვს ანალოგი

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, იუსტიციის სახლში სამართლის ისტორიის ჰოლოგრამული მუზეუმი გაიხსნება. ამის შესახებ მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას აღნიშნა.

„სულ ცოტა ხანში ჩვენ გავხსნით იუსტიციის სახლში სამართლის ისტორიის ჰოლოგრამულ მუზეუმს, რაც, თავის მხრივ, არის უნიკალური და ნებისმიერ მნახველს მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ მიიღოს სრულფასოვანი ინფორმაცია ნებისმიერ სამართლის ძეგლზე, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოში. ასევე, იქნება შესაძლებლობა, გაეცნონ მსოფლიოს სამართლებრივ ისტორიას. ეს იქნება უნიკალური მუზეუმი, რომელსაც მსოფლიოში ნამდვილად არ აქვს ანალოგი სამართლის კუთხით“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გარდა ამისა, მინისტრმა სამართალშემოქმედების პროცესში აკადემიური კომპონენტის გაძლიერების მიზნით განხორციელებულ აქტივობებზეც ისაუბრა.

„ჩვენ მრავალგზის განვაცხადეთ, რომ ჩვენს საქმიანობაში ვხელმძღვანელობთ მეცნიერებასა და კვლევაზე დაფუძნებული მიდგომებით. სწორედ ამიტომ გამოვეცით ჟურნალი „იუსტიცია“, რომლის 5 ნომერი უკვე გამოიცა. 2023 წლიდან ის უკვე წარმოდგენილია ციფრულ პლატფორმაზე და მოიპოვა საერთაშორისო რეფერირებაც. ასევე, ჩვენ სამინისტროსთან გვაქვს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობენ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც იღებენ აქტიურ მონაწილეობას, მათ შორის, ჩვენ მიერ პარლამენტში წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებაში“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ამასთან, რატი ბრეგაძემ იუსტიციის სასწავლო ცენტრის შესახებაც ისაუბრა.

„საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი გახდა ევროპის პენიტენციური დაწესებულებების სასწავლო ცენტრების ასოციაციის (EPTA ) თავმჯდომარე და 2024 წელს თბილისში გაიმართება მათი კონფერენცია. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის გამოხატული დიდი ნდობა და პატივი, და ჩვენ, რა თქმა უნდა, აუცილებლად სათანადო დონეზე გავუწევთ ხელმძღვანელობას ამ ევროპულ ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე“, - განაცხადა მინისტრმა.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება