თბილისი საერთაშორისო გამოფენას Agro/Food/Drink/Tech/Expo 2023 მასპინძლობს

გამოფენების ცენტრში „ექსპოჯორჯია“ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების რიგით 21-ე საერთაშორისო გამოფენა Agro/Food/Drink/Tech/Expo -2023 გაიხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოფენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძემ, გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ დირექტორმა, რესან ქიქავამ და თურქეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილემ, ქაზიმ ქართალმა გახსნეს.

კახა კაკაბაძის განცხადებით, ყოველწლიურად, გამოფენა სულ უფრო მეტ ვიზიტორს და მონაწილეს მასპინძლობს.

„აღნიშნული გამოფენა 21 წლიანი ისტორიის მქონე ღონისძიებაა და წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას მწარმოებლებისთვის საქმიანი კონტაქტების დამყარების და სამიზნე აუდიტორიისთვის საკუთარი პროდუქციის გაცნობისთვის. ყოველწლიურად, გამოფენა სულ უფრო მეტ ვიზიტორს და მონაწილეს მასპინძლობს. გამოფენის მუდმივი მხარდამჭერი და პარტნიორია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ყველა ისეთი ღონისძიების მხარდაჭერას, რაც ხელს უწყობს როგორც ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ასევე ეხმარება ჩვენ მეწარმეებსა და ფერმერებს, გაზარდონ წარმოება და საექსპორტო შესაძლებლობები“, - აღნიშნა კახა კაკაბაძემ.

სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, გამოფენაში Agro/Food/Drink/Tech/Expo 8 ქვეყნის (საქართველო, იტალია, პოლონეთი, თურქეთი, უკრაინა, ინდოეთი, ჩინეთი, ბელარუსი) 70 კომპანია მონაწილეობს. გამოფენაზე წარმოდგენილია სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა, მანქანა-დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები, სასუქი და პესტიციდები და სხვა. გამოფენაზე დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი კვების მრეწველობის პროდუქცია.

„გამოფენაზე დასწრება ვიზიტორებს 17-19 ნოემბერს, 11:00-18:00 სთ-მდე შეეძლებათ. Agro/Food/Drink/Tech/Expo 2023 მე-11 პავილიონსა და მიმდებარე გარე სივრცეში ტარდება.

გამოფენის პარალელურად, „ექსპოჯორჯია“ სხვადასხვა ღონისძიებას მასპინძლობს. ჩატარდა სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის საერთაშორისო კონფერენცია „სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის გეგმები და შესაძლებლობები“. ამასთან, 17-18 ნოემბერს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) პარტნიორობით, იმართება „აგრობაზარი“, სადაც დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს დააგემოვნოს და შეიძინოს მაღალი ხარისხის ქართული ავთენტური პროდუქცია (რძის ნაწარმი, ლორი, თაფლი, ჩირი, ჩურჩხელა, მურაბა, აჯიკა, ჩაი და სხვა)“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი