ანა წითლიძე - მივმართავ „ქართული ოცნების“ ლაჩარ კაც დეპუტატებს - ვნახეთ მცდელობა, რომ მგალობლიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მოეყენებინა, ამით აჩვენებენ მხოლოდ სისუსტეს და იმას, რომ სრულ ისტერიკაში არიან

მივმართავ „ქართული ოცნების“ ლაჩარ კაც დეპუტატებს - ვნახეთ მცდელობა, რომ მგალობლიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მოეყენებინა, ამით აჩვენებენ მხოლოდ სისუსტეს და იმას, რომ სრულ ისტერიკაში არიან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ლევან მგალობლიშვილს სანქცია უნდა დაუწესდეს და ის ალკოჰოლურ ტესტზე შემოწმდეს.

„მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ ლაჩარ კაც დეპუტატებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ქალ დეპუტატებთან შეუძლიათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა - ჩვენ ვნახეთ მცდელობა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მოეყენებინა მგალობლიშვილს. ამით აჩვენებენ მხოლოდ სისუსტეს და იმას, რომ არ აქვთ კითხვებზე პასუხები. ამით აჩვენებენ იმას, რომ არიან სრულ ისტერიკაში. თუ ეს არის პარლამენტი, ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოს ახლა ბატონმა ვოლსკიმ ის არის, რომ დაუწესოს სანქცია. ოპოზიციონერ დეპუტატებს ისე უწესებენ სანქციებს, როგორც უნდათ, მათ შორის, ფინანსურს. ამიტომ მგალობლიშვილს უნდა დაუწესონ სანქცია იმასთან დაკავშირებით, რაც მან იკადრა დარბაზში და ვითხოვთ დაუყოვნებლივ შეამოწმონ ალკოჰოლურ ტესტზე“, - განაცხადა წითლიძემ.

ინფორმაციისთვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას, თინა ბოკუჩავას შეურაცხმყოფელი რეპლიკით მიმართა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე