პარლამენტის სხდომათა დარბაზში მორიგი სიტყვიერი დაპირისპირება იუსტიციის მინისტრის იმ განცხადებას მოჰყვა, სადაც ის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას აღწერდა

პარლამენტის სხდომათა დარბაზში მორიგი სიტყვიერი დაპირისპირება იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის იმ განცხადებას მოჰყვა, სადაც ის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას აღწერდა.

მისი თქმით, პენიტენციურ დაწესებულებში სისტემური ხასიათი ჰქონდა წამებას.

მინისტრის ამ განცხადებას სხდომათა დარბაზიდან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მიერ შეძახილები მოჰყვა.

„თქვენ ღელავთ და იმიტომ ღელავთ, რომ რთულია ამ მემკვიდრეობის ჩამორეცხვა, რაც თქვენ გაქვთ. არავისთვის მიმიყენებია შეურაცხყოფა, შეურაცხმყოფელი არ ყოფილა არცერთი სიტყვა. ძალიან გთხოვთ, ნუ შეიყვანთ ხალხს შეცდომაში. ერთი სიტყვა არ ყოფილა შეურაცხმყოფელი, თქვენი იყო ქალბატონო ანი, შეურაცხმყოფელი სიტყვები. უბრალოდ, თქვენ ყოველთვის სარგებლობთ ერთი რამით, რომ თქვენი ხმა დარბაზიდან არ ისმის, თუმცა აქ მედიაც არის, გაიგებდა თქვენს ეპითეტებს. ეს თქვენზე მეტყველებს. მე არ მანაღვლებს, თქვენ ვისზე რა შეფასებას გააკეთებთ“,- აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

ამასთან, დეპუტატებსა და მინისტრს სიმშვიდისკენ მოუწოდა პარლამენტიც ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, რომელსაც შალვა პაპუაშვილის ნაცვლად, პლენარული სხდომა მიჰყავს.

„შეურაცხყოფაზე ნუ გადახვალთ. გინება არ გეშლებათ, რა ამბავია, ოთხი ადამიანი გადგათ თავზე, ქალბატონო ანი. ყველას გაქვთ საკმაო გამოსვლის დრო. რაც არ უნდა მწვავე იყოს შეფასებები ტრიბუნიდან, იგივე მწვავე შეფასებები თქვენც თქვენს დროს შეგიძლიათ გააკეთოთ“,- მიმართა ვოლსკიმ ანა წითლიძეს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა