საერთაშორისო ფორუმი „კავკასიის ბიომრავალფეროვნების კვლევები – მიმდინარე საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივიდან" „ილიაუნიში“ 20-21 ნოემბერს ჩატარდება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, გიორგი წერეთლის N1-ში, 20-21 ნოემბერს, ჩატარდება საერთაშორისო ფორუმი „კავკასიის ბიომრავალფეროვნების კვლევები – მიმდინარე საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივიდან" (Exploring the Biodiversity of the Caucasus – Insights from ongoing international collaborations). ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფორუმის ორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბონის და ჰამბურგის ლაიბნიცის ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ერთობლივი კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების პროექტი (CaBOL).

„ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე, საქართველოში გერმანიის ელჩი ერნსტ პეტერ ფიშერი, გერმანიის სამეცნიერო ფონდისა (DFG) და ლაიბნიცის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები.

„კავკასიის ბიომრავალფეროვნების კვლევები – მიმდინარე საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივიდანზე“ წარმოდგენილი იქნება გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს (BMBF) მიერ დაფინანსებული კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების პროექტის (CaBOL) მონაწილე ახალგაზრდა მეცნიერთა მოხსენებები.

ფორუმის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაფუძნდება ლაიბნიცის ბიომრავალფეროვნების ქართულ-გერმანული კვლევითი ცენტრი.

კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების (CaBOL) პროექტი 2020 წელს დაიწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინირებითა და გერმანიის განათლებისა და კვლევების სამინისტროს დაფინანსებით, საქართველოს, სომხეთისა და გერმანიის შვიდი კვლევითი დაწესებულების მონაწილეობით. მისი მიზანი 3 წლის განმავლობაში 50 000 განსხვავებული სახეობის ცხოველისა და მცენარის გენეტიკური აღწერა და კავკასიის მრავალფეროვნების გენეტიკური ბიბლიოთეკის შექმნა იყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში CaBOL-ის პროექტის მკვლევრებმა შეძლეს ათასობით მცენარისა თუ ცხოველის ორგანიზმიდან დნმ-ის გამოყოფა, მათი სახეობის დონეზე იდენტიფიცირება და შექმნეს გენეტიკური ბიბლიოთეკა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა