USAID-ის და გორგიას პარტნიორობის ფარგლებში, „გორგიას ხელოსანთა აკადემია" დაარსდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრმა კომპანია „გორგიამ" და USAID-ის პროგრამამ „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თანამშრომლობის ფარგლებში, „გორგიას ხელოსანთა აკადემია" დაარსდა, რომელიც ორი წლის განმავლობაში 700-მდე ადამიანს შეასწავლის პროფესიულ საქმიანობას.

პროექტი ითვალისწინებს ექვსთვიანი მოსამზადებელი კურსის შექმნას, რომელშიც დარგის ევროპელი სპეციალისტები სტუდენტებს საკუთარ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებენ. კურსები ჩატარდება საქართველოს ხუთ სხვადასხვა ქალაქში, კერძოდ თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და თელავში.

USAID-ისა და „გორგიას" პარტნიორობის ფარგლებში, „გორგიას ხელოსანთა აკადემიაში" დაინტერესებული პირები შეისწავლიან სანტექნიკას, კაფელ-მეტლახის დაგებას, თაბაშირ-მუყაოს სამუშაოებს, იატაკის დაგებას, კარ-ფანჯრების მონტაჟს, სახურავის მონტაჟს.

კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატები და მომავალში დასაქმდებიან „გორგიას" პარტნიორ კომპანიებში.

“„გორგია" წლებია ხელოსნებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსს ატარებს და ამ კურსების განვითარება საგანმანათლებლო პროგრამებად, საშუალებას მისცემს კომპანიას უფრო კვალიფიციური ხელოსნები მოამზადოს სამშენებლო-სარემონტო ინდუსტრიაში. „ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მომწოდებლების ჩართულობა საგანმანათლებლო პროცესებში ხელოსნებს ახალ სტანდარტებს გააცნობს, რაც ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია", - აცხადებს „გორგიას“ აღმასრულებელი დირექტორის თორნიკე გურული.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, განსაკუთრებით სასიხარულოა ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების ასეთი მასშტაბური წარმატებები.

"საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი წევრი კომპანიების ასეთი მასშტაბური წარმატებები, რაც მნიშვნელოვანია არამხოლოდ „გორგიასთვის", როგორც ბიზნეს ოპერატორისთვის, არამედ მნიშვნელოვანია მთლიანად ქვეყნისთვის. კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიულ პროგრამებში აქტიური ჩართულობა არის ის ერთადერთი გზა, რომელიც შეამსუბუქებს კვალიფიციური კადრების დეფიციტს, რაც მუდმივად უმწვავეს პრობლემად სახელდება BAG ინდექსში. კიდევ ერთხელ მადლობა USAID-ს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის, ასევე მადლობა „გორგიას" ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მალე ვიხილავთ იმ პოზიტიურ შედეგებს, რომელიც ამ თანამშრომლობას აუცილებლად მოჰყვება", განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა