ნიდერლანდები 2024 წლისთვის უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისთვის 2 მილიარდ ევროს გამოყოფს

ნიდერლანდები 2024 წლისთვის უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისთვის 2 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ განცხადებას ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

“ნიდერლანდები აგრძელებს უკრაინის დახმარებას. 2024 წლისთვის ხელმისაწვდომია 2 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება. ამ მნიშვნელოვანი თანხით ჩვენ მკაფიო სიგნალს ვაგზავნით: უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს,” - წერს ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი კაისა ოლონგრენი “ტვიტერის” პირად გვერდზე.

ნიდერლანდების თავდაცვის უწყების თანახმად, აღნიშნული თანხა უკრაინის საჭიროებებს დაფარავს, რომელიც, მაგალითად, საბრძოლო მასალისა და უკვე მიწოდებული პლატფორმებისა და სისტემების მომსახურებაში არსებობს.

„ამგვარად ნიდერლანდებს სურს თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში, რათა ქვეყანამ შეძლო კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისგან თავის დაცვა. ასევე არსებობს უფრო ტექნოლოგიური აღჭურვილობის საჭიროება,” - წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ნიდერლანდები უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მომზადებას 2024 წელსაც გააგრძელებს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში