CIU-ში „გლობალური მეწარმეობის კვირეულის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „გლობალური მეწარმეობის კვირეულის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. კვირეული მიზნად ისახავს სამეწარმეო ეკოსისტემის მხარდაჭერას. ამის შესახებ ინფორმაცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა CIU-ს „ბიზნესინკუბატორის“ ხელმძღვანელმა და ღონისძიების მოდერატორმა, ია ნადირაშვილმა გახსნა.

„სტუმრებს მიესალმა CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, მარიკა კლდიაშვილი, რომელმაც კვირეულის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და მოწვეულ კომპანიებს მადლობა გადაუხადა მონაწილეობისთვის.

სტუმრებს ასევე მიესალმნენ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი, რატი ზაუტაშვილი და Global Entrepreneurship Week-ის წარმომადგენელი საქართველოში, თინათინ ღოლაძე.

დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, კომპანია Webapp-ის დირექტორმა, ლევან მესხიშვილმა წარადგინა მოხსენება თემაზე: „იდეიდან რეალურ მომხმარებლამდე“, ხოლო კომპანიის - „მზეთამზე - გემოვანი პური“ - დამფუძნებელმა, ირაკლი ჩავლელიშვილმა, თემაზე: „საკვების წარმოების მომავალი - უვნებელი სურსათი VS მარგებელი საზრდო“.

კვირეულში მონაწილებდა 12 მეწარმე კომპანია: “artlab”, “webapp”, “ბაია”, “გურული”, “კეთილი და პატიოსანი”, “მაქმანი”, “მზეთამზე”, “პოტერია”, “სიზმარა”, “ჩიზუკა”, “ ჩირიფრუტი“ და „წვეთი La Goutte”.

აღსანიშნავია, რომ კვირეულის დასკვნით დღეს, უნივერსიტეტის ფოიეში, ზემოაღნიშნულ კომპანიათა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

კვირეული 15 ნოემბერს ბიზნესტრენერ ია ნადირაშვილის ტრენინგით გაიხსნა თემაზე: „შემოქმედებითი აზროვნება“, 16 ნოემბერს კი ბიზნესტრენერ შალვა ოთანაძის ტრენინგით გაგრძელდა თემაზე: „ეფექტური ფიჩი“.

გლობალური მეწარმეობის კვირეული კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა ორგანიზებით, CIU-ს „ბიზნესინკუბატორის“ ეგიდით გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში წარმომადგენლებს შორის პანელური დისკუსიაც გაიმართა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს