გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნიკოლოზ ჭინკორაშვილი და საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მირანდა მელქაძე ესწრებოდნენ.

„დელეგაციის წევრებმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კანონთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსაზრების მომზადების მიზნით, ამ უწყების საქმიანობაში პროკურატურის როლის შესახებ გენერალური პროკურორისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ვენეციის კომისიის თანამშრომლობის საკითხებიც.

შეხვედრის დასასრულს, გენერალურმა პროკურორმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე