ევროკავშირის ექსპერტის მონაწილეობით ეკონომიკის სამინისტროში კერძო სექტორთან ერთად „ფოსტის შესახებ" კანონპროექტი განიხილეს

კანონპროექტი - „ფოსტის შესახებ" სრულად ესადაგება ევროპის საუკეთესო პრაქტიკას და იმ მოთხოვნებს, რომელიც არეგულირებს ფოსტის საქმიანობას ევროკავშირში, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა საფოსტო სფეროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელშიც ასევე მონაწილეობდა ევროკავშირის ექსპერტი ალესანდრა ფრატინი.

ექსპერტის განცხადებით, კანონი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, როგორც ელექტრონული კომერციის რეგულაციის ნაწილი, რადგან ის დაარეგულირებს საფოსტო და ამანათების მომსახურებას.

„განვიხილეთ ფოსტის კანონის პროექტი, რომელიც მოამზადა ეკონომიკის სამინისტრომ მის მიერვე შემუშავებული ბოლო რამდენიმე პროექტის საფუძველზე. უნდა ვთქვა, რომ კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონთან" - აღნიშნა ფრატინიმ.

მისივე თქმით, კანონის ძირითადი ნაწილი ეხება სერვისის მიმწოდებლის დანიშნულების დეტალებს, საფოსტო სექტორის მარეგულირებლის დაფინანსების რეგულირების საფასურის დადგენას და უნივერსალური მომსახურების არასამართლიანი ფინანსური ტვირთის დაფინანსების მექანიზმის ჩამოყალიბებას.

ექსპერტის შეფასებით, ეს არის ფინანსური მექანიზმი, რომელიც ეფუძნება სახელმწიფო ბიუჯეტს და თუ სახელმწიფო ბიუჯეტი არ არის საკმარისი არასამართლიანი ფინანსური ტვირთის დასაფარად, შეიქმნება და ამოქმედდება საკომპენსაციო ფონდი, რომელიც შეივსება იმ ოპერატორების მიერ, რომლებიც უზრუნველყოფენ მომსახურებას უნივერსალური სერვისების ფარგლებში.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიღება ემსახურება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფოსტის სფეროში საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლების და ძირითადი პრინციპების დადგენას, მომხმარებელთა უფლებების დაცვას, უნივერსალური საფოსტო მომსახურების ეფექტური და მდგრადი მიწოდების უზრუნველყოფას, მისი საყოველთაოობის, საიმედოობის, თანაბარი წვდომის, არადისკრიმინაციულობის და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, საფოსტო ქსელის მეშვეობით გაცვლილი მონაცემების და გზავნილის უსაფრთხოების და კონფიდენციალობის დაცვას, მეწარმეობის, კონკურენციის განვითარების, ინვესტიციების მოზიდვას, ბაზრის ლიბერალიზაციის ხელშეწყობას და ა.შ. კანონპროექტის მიღების მნიშვნელოვანი საფუძველი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულების ფარგლებში ფოსტის სფეროში კანონმდებლობის ევროკავშირის რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანაა.

ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრას, გურამ გურამიშვილთან, ალესანდრა ფრატინისთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკატერინე ყუბუსიძე და შპს „საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა