„საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით, „ფერმერის დღე“ გაიმართა

„საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა“ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით, „ფერმერის დღე“ გაიმართა.

ღონისძიებაზე სულ წარდგენილი იყო 9 ნომინაცია, ასევე ორი განსაკუთრებული და სპეციალური პრიზი.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის ნინო ზამბახიძის განცხადებით, წელს ნომინაციაში წარდგენილი კანდიდატებიდან ბევრი ახალი სახეა.

„გვაქვს 9 ნომინაცია. აქედან 2 განსაკუთრებული პრიზი გვაქვს და იმედს ვიტოვებთ, რომ ყოველწლიურად, როგორც წელს, სულ ახალი სახეები იქნებიან წარმოდგენილი“, - განაცხადა ნინო ზამბახიძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის ნინო თანდილაშვილის განცხადებით, ისინი ყოველწლიურად აძლიერებენ მხარდამჭერ მექანიზმებს ფერმერებისთვის, არაერთი მიმართულებით.

„მინდა მივულოცო ჩვენს ფერმერებს დღევანდელი დღე და აღვნიშნო, რომ სწორედ ისინი ქმნიან დოვლათს ჩვენი ქვეყნისთვის. სოფლის მეურნეობის საქმიანობა ზოგადად ჩვენი მთავრობისთვის და ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ყოველწლიურად ჩვენ ვაძლიერებთ მხარდამჭერ მექანიზმებს ფერმერებისთვის, არაერთი მიმართულებით. ბოლო წლების განმავლობაში შთამბეჭდავია ის ციფრები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ სოფლის მეურნეობაში, როგორც წარმოების ზრდის კუთხით, ასევე ახალი გადამამუშავებელი საწარმოების გახსნის მიმართულებით. ასევე გვაქვს პრიორიტეტული სექტორები, სადაც სახელმწიფო ეხმარება ფერმერებს საერთაშორისო ბაზრებზე საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მხრივ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება ნომინაციებს, რომელიც ღონისძიებაზე წარადგინეს, წლის ფერმერი გახდა რევაზ ბერიძე;

წლის ექსპორტზე ორიენტირებული ფერმერი - ირაკლი ხუტურიძე;

წლის აგროტურისტული ობიექტი გახდა მარიანა ბალასიანი, საოჯახო სასტუმროს მფლობელი სამცხე-ჯავახეთში;

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე აგრობიზნესის ნომინაციის გამარჯვებული გახდა ბესარიონ ჯანგირაშვილი, რომელიც ნომინაციაში ჩირის წარმოებით იყო წარდგენილი;

წლის განათლებაზე ორიენტირებული ფერმერი ზურაბ სადათერაშვილი გახდა;

წლის ფერმერი საოკუპაციო ხაზთან - ზუკა მახარაშვილი;

წლის აგრო ტექპროექტი - ზვიად მირიანაშვილი, რომელიც ნომინაციაში ლურჯი მოცვის წარმოებით წარდგა.

წლის ქალი ფერმერი გახდა ნათია ღურწკაია;

გარემოს დაცვაზე ორიენტირებული ფერმერი, „ნანა ჯანაშიას სახელობის პრიზის“ გამარჯვებული კი გიორგი ხითარიშვილი გახდა.

ღონისძიებაზე მეათე, სპეციალური პრიზი გადაეცა მსჯავრდებულ თორნიკე შველიძეს.

რაც შეეხება ბოლო სპეციალურ პრიზს, ფერმერთა მხარდაჭერისთვის კომპანია „ველი სთორის” გადაეცა.

ცნობისთვის, საქართველოში “ფერმერთა დღე” 2015 წლიდან აღინიშნება, რომლის მიზანი ფერმერთა შრომისა და წვლილის დაფასებაა, სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდისა და მდგრადობის ხელშეწყობაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა