ანა დოლიძე - ვერ მომიძებნით ვერც ერთ განცხადებას, სადაც სალომე ზურაბიშვილს სასამართლო „კლანი“ ჰყავს გაკრიტიკებული

ვერ მომიძებნით ვერც ერთ განცხადებას, სადაც სალომე ზურაბიშვილს სასამართლო „კლანი“ ჰყავს გაკრიტიკებული, - ამის შესახებ პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ანა დოლიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე მნიშვნელოვანი მისი საქმეებია.

„მე გავამახვილებდი ყურადღებას გაკეთებულ საქმეზე და ამის მიხედვით შევაფასებდი მას და არა განცხადებების მიხედვით. პოლიტიკაში, სამწუხაროდ, განცხადება ფასდადებული რამ არ არის. ჩვენი პოლიტიკოსები ერთმანეთს ხან აკრიტიკებენ, ხან არა. თუ ჩვენ გადავხედავთ სალომე ზურაბიშვილის საქმეებს, მაშინ აუცილებლად გაჩნდება ძალიან ბევრი კითხვა. სანამ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდებოდა, ის ძალიან დიდი ხანი საქართველოს პარლამენტის დეპუტატი იყო. ევროპასთან მიმართებაში უმნიშვნელოვანესია და ქვაკუთხედია სასამართლო. იცით, რომ იმ თემაზე, რომ სასამართლოში ყალიბდება "კლანი", რომელიც გააკონტროლებს მოსამართლეებს, რომლის დასუსტებაც შეუძლებელი იქნება[განცხადება არ გაუკეთებია]. როდესაც გიორგი მარგველაშვილის ვეტო გაგვქონდა, მე მისი საპარლამენტო მდივანი ვიყავი. მაშინ სალომე ზურაბიშვილი იყო საქართველოს დეპუტატი. ის ღიად ამბობდა, რომ ეს კრიტიკა უსაფუძვლოა. ასევე, მას მხარი აქვს დაჭერილი თეა წულუკიანის რეფორმებისთვის.

მეტსაც გეტყვით, მას ჩემს მაგივრად იუსტიციის საბჭოში დღესაც ჰყავს წარმომადგენელი, თამარ ღვამიჩავა, რომლის გარეშეც ვერავითარი „კლანის“ პარპაში ვერ შედგებოდა. ის ეხმარება „კლანს“. მაშინ იყო მაჟორიტარი დეპუტატი და ასეთი განცხადებები მუდმივად აქვს გაკეთებული სასამართლოსთან მიმართებაში, რომ აქ საპანიკო არაფერია, კარგი რეფორმაა და მხარი აქვს დაჭერილი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ანა დოლიძე - ვერ მომიძებნით ვერც ერთ განცხადებას, სადაც სალომე ზურაბიშვილს სასამართლო „კლანი“ ჰყავს გაკრიტიკებული

ვერ მომიძებნით ვერც ერთ განცხადებას, სადაც სალომე ზურაბიშვილს სასამართლო „კლანი“ ჰყავს გაკრიტიკებული, - ამის შესახებ პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ანა დოლიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე მნიშვნელოვანი მისი საქმეებია.

„მე გავამახვილებდი ყურადღებას გაკეთებულ საქმეზე და ამის მიხედვით შევაფასებდი მას და არა განცხადებების მიხედვით. პოლიტიკაში, სამწუხაროდ, განცხადება ფასდადებული რამ არ არის. ჩვენი პოლიტიკოსები ერთმანეთს ხან აკრიტიკებენ, ხან არა. თუ ჩვენ გადავხედავთ სალომე ზურაბიშვილის საქმეებს, მაშინ აუცილებლად გაჩნდება ძალიან ბევრი კითხვა. სანამ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდებოდა, ის ძალიან დიდი ხანი საქართველოს პარლამენტის დეპუტატი იყო. ევროპასთან მიმართებაში უმნიშვნელოვანესია და ქვაკუთხედია სასამართლო. იცით, რომ იმ თემაზე, რომ სასამართლოში ყალიბდება "კლანი", რომელიც გააკონტროლებს მოსამართლეებს, რომლის დასუსტებაც შეუძლებელი იქნება[განცხადება არ გაუკეთებია]. როდესაც გიორგი მარგველაშვილის ვეტო გაგვქონდა, მე მისი საპარლამენტო მდივანი ვიყავი. მაშინ სალომე ზურაბიშვილი იყო საქართველოს დეპუტატი. ის ღიად ამბობდა, რომ ეს კრიტიკა უსაფუძვლოა. ასევე, მას მხარი აქვს დაჭერილი თეა წულუკიანის რეფორმებისთვის.

მეტსაც გეტყვით, მას ჩემს მაგივრად იუსტიციის საბჭოში დღესაც ჰყავს წარმომადგენელი, თამარ ღვამიჩავა, რომლის გარეშეც ვერავითარი „კლანის“ პარპაში ვერ შედგებოდა. ის ეხმარება „კლანს“. მაშინ იყო მაჟორიტარი დეპუტატი და ასეთი განცხადებები მუდმივად აქვს გაკეთებული სასამართლოსთან მიმართებაში, რომ აქ საპანიკო არაფერია, კარგი რეფორმაა და მხარი აქვს დაჭერილი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის