მარიამ ქვრივიშვილმა ფერმერებს პროფესიული დღე მიულოცა

თქვენს საქმიანობას საქართველოს ეკონომიკის განვითარებასა და ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მადლობას მოგახსენებთ, რომ ქმნით ისეთ მაღალხარისხიან პროდუქციას, რომლითაც საქართველო თამამად პოზიციონირდება მსოფლიოს არაერთ, მათ შორის, მაღალგანვითარებულ ქვეყანაში, - ასე მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ფერმერებს, რომლებიც პროფესიული დღის აღსანიშნავად შეიკრიბნენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, ეს დღე 2015 წლიდან იმართება.

„საქართველოს სახელმწიფოს აქვს არაერთი ინსტრუმენტი, რათა განაგრძოს თქვენი გვერდში დგომა - იქნება ეს ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა, აგროპროდუქციის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გზით. მოხარული ვარ, რომ ამ კუთხით ბოლო წლებში სერიოზულ შედეგებს მივაღწიეთ და დღეს ქართულ პროდუქციას თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შესვლა მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის 1/3-ში, 2.3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარზე შეუძლია. მეტიც, ჩვენ ამ მიმართულებით კვლავაც ვაგრძელებთ წარმატებით მუშაობას”, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციებში ცხრა წარმატებული ფერმერი დაჯილდოვდა.

„წელს არსებულ ნომინაციებს კიდევ ერთი - „წლის აგროტურისტული ობიექტი" შეემატა, რომლის გამარჯვებულიც მარიამ ქვრივიშვილმა გამოავლინა. ღონისძიებას საჯარო და კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო, დონორი ორგანიზაციების, სექტორული ასოციაციების 200-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა