ფილიპინების პრეზიდენტმა ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა

ფილიპინების პრეზიდენტმა, ფერდინანდ მარკოს უმცროსმა ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინ პინთან, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დაძაბულობის შესამცირებლად, შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, ფილიპინების პრეზიდენტმა, ფერდინანდ მარკოს უმცროსმა ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინ პინთან შეხვედრაზე სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დაძაბულობის შესამცირებელი სხვადასხვა გზები და ფილიპინელი მეთევზეების სათევზაო ადგილებზე წვდომის უფლებები განიხილა.

„ფილიპინებმა და ჩინეთმა კომუნიკაცია უნდა გააგრძელონ, ეს შეხვედრაც მშვიდობის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ღია საზღვაო ხაზები და საჰაერო გზები უნდა შევინარჩუნოთ. ჩვენ შევეცადეთ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დაძაბულობის შესამცირებლად შესაბამისი მექანიზმები შეგვექმნა“, - განაცხადა მარკოსმა.

ცნობისთვის, ბოლო დროს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინურ და ფილიპინურ გემებს შორის რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ამასთან, ფილიპინელი მეთევზეები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ჩინური სანაპირო დაცვა მათ თევზაობაში ხელს უშლის.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა