ლიბერიის პრეზიდენტმა ჯორჯ ვეამ არჩევნებში მარცხი აღიარა

ლიბერიის პრეზიდენტმა, ჯორჯ ვეამ არჩევნებში მარცხი აღიარა, - ამის შესახებ განცხადება ლიბერიის პრეზიდენტმა თავად გაავრცელა.

ლიბერიის პრეზიდენტმა, ჯორჯ ვეამ ოპოზიციის ლიდერთან, ჯოზეფ ბოაკაისთან არჩევნებში დამარცხება დაძაბული ბრძოლის შემდეგ აღიარა.

„რამდენიმე წუთის წინ მე ვესაუბრე არჩეულ პრეზიდენტს, ჯოზეფ ბოაკაის, რათა მისთვის გამარჯვება მიმელოცა. თქვენც მოგიწოდებთ, რომ მიბაძოთ ჩემს მაგალითს და არჩევნების შედეგები მიიღოთ“, - განაცხადა ვეამ ლიბერიის ეროვნული რადიოს ეთერში.

ცნობისთვის, 78 წლის ბოაკაიმ, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, რომელიც ვეასთან 2017 წლის არჩევნებში დამარცხდა, პარასკევს გამართულ არჩევნებში ხმების 50,9% დააგროვა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა