„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე ხონის ადგილობრივ თვითმმართველობაში ბიუროკრატიის გაზრდაზე საუბრობს

„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული საბჭოს თავმჯდომარე, თემურ ცამციშვილი ხონის ადგილობრივ თვითმმართველობაში ბიუროკრატიის გაზრდაზე საუბრობს და ქალაქის მერს მიმართავს, საჯაროდ დასაქმებული ადამიანების სია მიაწოდოს.

როგორც თემურ ცამციშვილი აცხადებს, აუდიტის დასკვნის მიხედვით, ხონის ადგილობრივ თვითმმართველობაში იმდენად არის ბიუროკრატია გაზრდილი, რომ რიგ შემთხვევაში, შეუძლებელია ამდენი ადამიანი შენობაში ფიზიკურად ეტეოდეს.

„რიგ შემთხვევაში, შეუძლებელია ეს ადამიანები ფიზიკურად ეტეოდნენ შენობებში და მათი უზრუნველყოფა ხდებოდეს კომპიუტერული ტექნიკით და ოთახებით. ჩვენ ვითხოვთ ამ ადამიანების სახელების და გვარების მოწოდებას, რაზეც პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით უარს გვეუბნება ადგილობრივი თვითმმართველობა. ეჭვი გვაქვს, რომ ამ ადამიანებიდან, რიგ შემთხვევაში, ზოგი საერთოდ არ არსებობს, ან მათი უმრავლესობა „ქართული ოცნების” მიერ საბიუჯეტო სახსრებით საარჩევნოდ არის მოსყიდული. მოვუწოდებთ ადგილობრივ თვითმმართველობას, სასამართლოშიც გვაქვს საქმე შეტანილი, რომ საკრებულოს წევრი ვალდებულია იცოდეს ამ ადამიანების სახელი და გვარები, ასევე მერიაა ვალდებული, რომ საკრებულოს წევრს მიაწოდოს ამ ადამიანების სია. შევახსენებთ ქალაქის მერს, რომ ეს არ არის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი, ის არის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი და მისი საჯაროდ დასაქმებული ადამიანების სია ვალდებულია მოგვაწოდოს”, - განაცხადა თემურ ცამციშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა