სალომე ზურაბიშვილი - ევროპული კომისიის რეკომენდაცია ძალიან დიდი ნაბიჯია, რისი შედეგიცაა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვლავ დაიწყეს პროევროპული ენით საუბარი - თუ ეს ახალი კონსენსუსია ამით მხოლოდ მოხარული ვიქნები

ევროპული კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაცია ძალიან დიდი ნაბიჯია და ამ ნაბიჯის შედეგი ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვლავ დაიწყეს პროევროპული ენით საუბარი - ნათლად ამბობენ, რომ მიესალმებიან გადაწყვეტილებას და ამ მიმართულებით მიდიან, მაკრონთან ვიზიტიც ამის ნაწილია - თუ ეს საქართველოში ახალი კონსენსუსია ამით მხოლოდ მოხარული ვიქნები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, სადაც ჟურნალისტმა საფრანგეთში საქართველოს პრემიერის ვიზიტი და მისი განცხადება გაიხსენა და ზურაბიშვილს ჰკითხა, ეთანხმება თუ არა მას მთავრობა.

პრეზიდენტის თქმით, საგარეო პოლიტიკის მხრივ მას ნაწილობრივ ცერემონიალური როლი მაქვს, მაგრამ ამავდროულად, წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს და ეს მას ავალდებულებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გაძლიერებისთვის ყველაფერი გააკეთოს.

„ყოველ შემთხვევაში, დასაწყისში მაინც მეთანხმებოდა, როდესაც ამირჩიეს, რაც თქვენ ახლა გაიხსენეთ. ჩემი არჩევა მაშინ ნაწილობრივ მმართველი პარტიის მხარდაჭერით, მაგრამ ასევე, ხალხის მხარდაჭერით მოხდა, რადგან მე ხალხმა ამირჩია, იმ ხალხის მხარდაჭერით, რომელიც ნამდვილად პროევროპელია, საქართველოს დამოუკიდებლობიდან, უკვე ოცდაათზე მეტი წელია, მუდამ პროევროპელი იყო და მე, როგორც ყოფილ ევროპელს, საქართველოს მომავალ ევროპელ ლიდერად მხედავს და საქართველოს ევროპაში მივუძღვი, რასაც ჩემი არჩევის დღიდან, ხუთი წელია მუდმივად ვაკეთებ. საგარეო პოლიტიკის მხრივ მე ნაწილობრივ ცერემონიალური როლი მაქვს, მაგრამ ამავდროულად, წარმოვადგენ საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რაც ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი და რაც მე მავალდებულებს ყველაფერი გავაკეთო, რათა გავაძლიერო ევროკავშირის კანდიდატობა, ევროკავშირში ინტეგრაცია და საქართველოს ევროპული გზა. მაშასადამე, ევროპული კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაცია, რაც გარკვეულწილად მოასწავებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც ევროპული საბჭო 15 დეკემბერს მიიღებს, ძალიან დიდი ნაბიჯია და ამ ნაბიჯის შედეგი, რასაც მე მივესალმები, ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვლავ დაიწყეს პროევროპული ენით საუბარი, რაც გარკვეული დროის განმავლობაში გარკვეულწილად ჩაახშეს. მაგრამ, გადაწყვეტილების შემდეგ ისინი ნათლად ამბობენ, რომ მიესალმებიან გადაწყვეტილებას და ამ მიმართულებით მიდიან, მაკრონთან ვიზიტიც ამის ნაწილია. ასე რომ, თუ ეს საქართველოში ახალი კონსენსუსია ამით მხოლოდ მოხარული ვიქნები“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო