ჯო ბაიდენი - პუტინი და „ჰამასი“ მეზობელი დემოკრატიის რუკიდან ამოსაშლელად იბრძვიან - ამერიკა არ დაუშვებს, ეს მოხდეს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და დაჯგუფება „ჰამასს“, რომელიც ღაზის სექტორს მართავს, ერთი და იგივე მიზანი აქვთ - მეზობელი დემოკრატიის განადგურება.

„პუტინიც და „ჰამასიც“ მეზობელი დემოკრატიის რუკიდან ამოსაშლელად იბრძვიან. პუტინიც და „ჰამასიც“ იმედოვნებენ, რომ დაანგრევენ უფრო ფართო რეგიონულ სტაბილურობას და ინტეგრაციას და ისარგებლებენ შემდგომი არეულობით. ამერიკას არ შეუძლია და არც დაუშვებს, ეს მოხდეს. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის - და მთელი მსოფლიოს სასიკეთოდ“, - აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის სტატიაში, რომელიც The Washington Post-ში გამოქვეყნდა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები აერთიანებს მოკავშირეებს და პარტნიორებს, რათა წინ აღუდგეს აგრესორებს და მიაღწიოს პროგრესს უფრო ნათელი, მშვიდობიანი მომავლისკენ.

„თუ ჩვენ დღევანდელი გამოწვევების მოგვარებაში არ ჩავერევით, კონფლიქტის რისკი შეიძლება გავრცელდეს და მათი გადაჭრის ხარჯები მხოლოდ გაიზრდება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ეს რწმენა არის უკრაინის ხალხის მხარდასაჭერად ჩემი მიდგომის საფუძველი, რადგან ისინი აგრძელებენ თავისუფლების დაცვას პუტინის სასტიკი ომის წინააღმდეგ“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ როდესაც ევროპაში აგრესია უპასუხოდ რჩება, ეს გავლენას ახდენს შეერთებულ შტატებზეც, ამიტომ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა აშშ-ის ინტერესებშიცაა.

„გასული საუკუნის ორი მსოფლიო ომიდან ვიცით, რომ როდესაც ევროპაში აგრესია უპასუხოდ რჩება, კრიზისი თავისთავად არ იწვის. ის პირდაპირ ეხება ამერიკას. სწორედ ამიტომ, დღეს უკრაინის მიმართ ჩვენი ერთგულება საკუთარ უსაფრთხოებაში ინვესტიციას ნიშნავს. ეს ხელს უშლის ხვალ კონფლიქტის უფრო გაფართოებას. ჩვენ ვაძლევთ უკრაინელებს იარაღს და ეკონომიკურ დახმარებას, რათა შეაჩერონ პუტინის სწრაფვა დაპყრობისკენ, სანამ კონფლიქტი უფრო შორს გავრცელდება“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა