ანონსი 20 ნოემბერი

20 ნოემბერს, 09:00 საათზე, ბავშვთა მსოფლიო დღეს, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“, პირველი საერთაშორისო კონფერენცია - „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემა და ბავშვის უფლებები - საუკეთესო ევროპული და ამერიკული გამოცდილება" გაიმართება, რომლის მონაწილეები ბავშვებიც იქნებიან.

მის: თელავის ქ.20

საკონტაქტო: 322 377 777

20 ნოემბერს, 10:00 საათზე, პარლამენტში „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და ადამიანური რესურსების გავლენა ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე" თემატური მოკვლევის ზეპირი მოსმენა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

20 ნოემბერს, 11:00 საათზე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე სოციალური სამართლიანობის ცენტრი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ჯეროვან აღსრულებას და ეროვნულ დონეზე საქმის გამოძიების დაუყოვნებლივ განახლებას მოითხოვს.

მის: ი.აბაშიძის 12ბ, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ოფისი

საკონტაქტო: ლიზა ზუბაშვილი - 577 173 070

20 ნოემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი V სართული)

20 ნოემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა წამალაშვილი, „პიჯაკების საქმის“ დევნილთა უფლებადამცველებთან ერთად, საპროტესტო აქციას გამართავენ.

თემა: „გამოვუხატოთ მხარდაჭერა ოლიგარქიული რეჟიმისგან, რუსული საბრალდებო საქმით დევნილ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და გენერალ თემურ ჯანაშიას, კიდევ ერთხელ ვუთხრათ არა პოლიტიკურ დევნას“.

მის: აღმაშენებლის ხეივანი #65

საკონტაქტო: ლაშა ფარულავა - 577 14 81 18

20 ნოემბერს, 11:00 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „კავკასიის უნივერსიტეტი“ კონფერენციას თემაზე „საპარლამენტო კონტროლი და ხელისუფლების დანაწილება“ გამართავენ.

თემა: კონფერენციაზე განიხილება საპარლამენტო ზედამხედველობის გამოწვევები და გაძლიერების მექანიზმები, რაც ევროკომისიის რეკომენდაციას წარმოადგენს.

მის: პაატა სააკაძის ქ. 1. (კავკასიის უნივერსიტეტში)

20 ნოემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ხორბლის ბაზარზე არსებული ვითარება და ტენდენციები“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

20 ნოემბერს, 11:45 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, მალხაზ დოლიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: „ბაზარზე არსებული ვითარება, პურის ფასის საკითხი- მოხერხდება , თუ არა ფასის შენარჩუნება ზამთრის სეზონზე“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

20 ნოემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო Hilton Garden Inn Riverview გაიმართება ქალთა ორგანიზაცია საქართველოსთვის „ქალი ამომრჩევლის მოლოდინები და ქალი პოლიტიკოსების გამოწვევები“ კვლევის პრეზენტაცია.

პრეზენტაციას დაესწრებიან პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერები, საპარლამენტო დეპუტატები; ასევე, ბიზნესის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული პირები.

მის: იალბუზის ქ. #17, III სართული

20 ნოემბერს, 13:00 საათზე, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა, ქალაქ ბათუმში კანონის უზენაესობის პირველ რეგიონულ ფორუმს გამართავს. ღონისძიებას გახსნის: USAID/საქართველოს მისიის დირექტორი, ჯონ პენელი; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავა; ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი; იურიდიული დახმარების სამსახურის თავმჯდომარე, დავით სიმონია; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, მერაბ ხალვაში; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, შალვა კირთაძე; და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, თამარ წულუკიძე.

მის: გოგებაშვილის ქ. 10, სასტუმრო „რუმსი ბათუმი“.

საკონტაქტო: მერი მახარაშვილი - 599 500 137

20 ნოემბერს, 13:00 საათზე, „ქართული ოცნება“ ლანჩხუთში კონფერენციას გამართავს.

მის: ე. ნინოშვილის, 60; (ე. ნინოშვილისა და ნ. ჟორდანიას ქუჩის კვეთა)

20 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ინგოროყვას 7

20 ნოემბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

20 ნოემბერს, 15:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი“ (EECMD), ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად პარლამენტში გამართავს პრესკონფერენციას, ახალ ინიციირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანას გულისხმობს.

საკონტაქტო პირი: ნიკა ხომასურიძე 597 780 975

20 ნოემბერს, 15:00 საათზე, „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ანტირუსულ კამპანიასთან დაკავშირებით პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგს გამართავს.

საკონტაქტო პირი: კოკა კვირკველია 599939894

20 ნოემბერს, 15:00 საათზე, „ქართული ოცნება“ ოზურგეთში კონფერენციას გამართავს.

20 ნოემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომაგაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

20 ნოემბერს, 16:00 საათზე, გაეროს ბავშვთა ფონდი მსოფლიო ბავშვთა დღეს და მისი საქართველოში საქმიანობის 30 წლისთავს აღნიშნავს. ღონისძიებას დაესწრებიან იუნისეფის პარტნიორები როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ასევე ბავშვები და ახალგაზრდები.

მის: რუსთაველის გამზ.#7, სახვითი ხელოვნების მუზეუმი

20 ნოემბერს, 17:00 საათზე, „ ქართული ოცნება“ ჩოხატაურში კონფერენციას გამართავს.

20 ნოემბერს, 17:30 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ - „საქართველოში ონკოლოგიურ სერვისებზე ხლმისაწვდომობის გაზრდა“ - საკითხზე დაწყებული თემატური მოკვლევის ფარგლებში ონკოლოგიის სფეროში მოქმედ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ზეპირი მოსმენა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

20 ნოემბერს, 18:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ ომს გადარჩენილ უკრაინელ ბავშვებთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმის - Forged by Fear ჩვენება გაიმართება.

საკონტაქტო: 595 43 67 67

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო