ვარლამ გოლეთიანმა საზოგადოებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეკრებისკენ მოუწოდა

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა 20 ნოემბერს, 11:00 საათზე, თბილისში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქცია დააანონსა.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები ელოდებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისგან, ოთარ შამუგიასგან პასუხს, „თუ რატომ არ აქვთ შენობაში შესვლის და კანონიერად პროტესტის გაგრძელების უფლება“.

„ყველას მინდა მოგიწოდოთ, რომ ხვალიდან ისევ შევიკრიბოთ. ხვალ, რადგან სამუშაო დღეა, 11:00 საათიდან აქ შევიკრიბოთ და მოვითხოვოთ, უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებთან შეხვედრა. პოლიციასთან ლაპარაკი უკვე წარმოუდგენელია, ან უნდა შეგვიყვანონ შეგნებულად ხელჩართულ დაპირისპირებაში, ან უნდა ვიდგეთ აქ, გაუთავებლად, კი ბატონო, აქაც ვიდგებით! ჩვენ პოლიციასთან შეგნებულად აღარ ვისაუბრებთ, ხვალიდან ვითხოვთ, რომ მინისტრი გამოეხმაუროს ამ პროცესს, ვინც პატრონობს ამ დაწესებულებას და ვხედავთ, რომ არსებულ სივრცეში არ გვიშვებს, უკვე ორი დღეა დაჭერები და ქალების ცემა ამ პროცესს მოჰყვა. მე მგონი, საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ ვიცოდეთ მისი პოზიცია, რატომ არ გვიშვებს შენობის შიგნით. მინისტრმა გვითხრას, რატომ ვერ შევალთ ამ ტერიტორიაზე, თუ შევალთ გასაგებია, რომ შევალთ კარავი დაიდგმება შენობის შიგნით. მოვუწოდებ ჩვენს საზოგადოებას, ვინც თვალს გვადევნებს ბოლო ორი დღეა, ახლა დგას ჩვენს სიმრავლეზე ამ საკითხის გადაწყვეტის გზა, რამდენად გადაწყდება ეს საზოგადოების და ქვეყნის სასარგებლოდ. პოლიცია არ უნდა აღგვემატებოდეს რაოდენობით. ჩვენი კანონიერი უფლებაა, რომ შევიდეთ შენობის შიგნით, გავშალოთ კარავი და გავაგრძელოთ პროტესტი. ეს არის ჩვენი კანონიერი უფლება. გვაჩვენოს მინისტრმა კანონი, რის მიხედვითაც არ შეგვიძლია. ბუნებრივია, აქ ყველა, ვინც ვართ მთელი ღამე ვერ გაჩერდება, პირიქით მოგიწოდებთ, რომ წახვიდეთ სახლში და დაისვენოთ, იმისთვის, რომ ძალები აღიდგინოთ. ჩვენ აქ ვართ, ვიდრე ეს მოთხოვნები არ შესრულდება, ჩვენ აქედან ფეხს არ ვიცვლით“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

პროტესტის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნაა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 2022 წლის მარტში 104 712 ჰექტარ ტყეზე 49-წლიანი სამონადირეო ლიცენზიის გაუქმება. ამასთან, პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ოთარ შამუგიასთან შეხვედრა და იმის გაგება, თუ რა გეგმა აქვს უწყებას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით.

საკითხს 18 ნოემბერს გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. უწყების განცხადებით, არ არსებობს საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად და „ტყუილია, თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა“. მათივე განმარტებით, სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში განიხილება.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა