საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ დასრულდა

II საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“, რომელიც თბილისში, სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, 18 ნოემბერს დაიხურა.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კონფერენცია, რომელზეც საქართველოში, კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერებასა და მომხმარებლის უფლებების მექანიზმების გაუმჯობესებაზე იმსჯელეს, ხუთი მარეგულირებელი უწყების - კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით უკვე მეორედ გაიმართა.

კონფერენციის ფარგლებში - 300-ზე მეტი დელეგატი, 20-მდე ქვეყნის დელეგაცია და 10-მდე სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის და მომხმარებლის სექტორში მომუშავე უწყების პირველი პირი, სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის წევრები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ: საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი; პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი; პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე; კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, UNCTAD - ტერესა მორეირა; კონკურენციის განყოფილების ხელმძღვანელი, OECD- ორი შვარცი.

მთავარი მომხსენებლის რანგში კი კონფერენციაზე მოხსენებით ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლისა და პოლიტიკის გლობალური კონკურენციის პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის კონკურენციის სამართლის ცენტრის დირექტორი, უილიამ ე. კოვაჩიჩი გამოვიდა.

ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სერბეთის და ავსტრიის კონკურენციის უწყებებთან მემორანდუმები გააფორმა.

მოწვეულ სტუმრებს სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ მიაწოდა.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის საქმიანობის შესახებ დეტალურ ანგარიშში მან ყურადღება საწვავის, ფარმაციის და საბანკო-სადაზღვევო სექტორებზე, ასევე, მომხმარებლის უფლებების და ანტიდემპინგის მიმართულებით მიღებულ შედეგებზე გაამახვილა. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა. როგორც ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, 2024 წლიდან, უწყების სახელწოდებაში ცვლილება შევა და მას კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტო ეწოდება.

„სამი დღის განმავლობაში, დარგის ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ ვიმსჯელეთ. სულ გაიმართა 9 პანელი, სადაც საუბარი კონკურენციის პოლიტიკის აღსრულებას, კარტელების, კონცენტრაციების კონტროლს, მომხმარებლის უფლებების დაცვას და ვაჭრობაში სამართლიანი პოლიტიკის ეფექტიან მექანიზმებს შეეხო. ჩვენ წარვადგინეთ ის შედეგები, რაც ქვეყანაში ამ მიმართულებით გვაქვს და საერთაშორისო სპიკერებისგან მივიღეთ ძალიან საინტერესო ინფორმაცია. ვფიქრობ, მსგავსი ტიპის საერთაშორისო კონფერენციები ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში სწრაფვის ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, კონფერენცია ყოველწლიურ ხასიათს ატარებს და ის თბილისში მომავალ წელსაც გაიმართება.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა