ქართული კომპანია მსოფლიოს წამყვანი კრიპტო ბირჟების გვერდით - CRYPTAL CoinGecko-ზე დაილისტა

Cryptal გახდა პირველი და ერთადერთი ქართული კრიპტო ბირჟა, რომელიც საერთაშორისო პლატფორმა CoinGecko.com-ზე დაილისტა.

ეს ფაქტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უშუალოდ კომპანიისთვის, არამედ ზოგადად ქვეყნისთვის. ერთ მხრივ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული კომპანია საერთაშორისო ავტორიტეტულ პლატფორმაზე დაილისტა, რაც თავისთავად „კრიპტალისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, დალისტვა გაზრდის ქვეყნის ცნობადობასა და სანდოობას კრიპტოვალუტის კარგად განვითარების თვალსაზრისით.

CoinGecko.com გლობალური სანდო პლატფორმაა, სადაც განთავსება საკმაოდ რთული და კომპლექსური პროცედურაა. ის საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევს გამჭვირვალობასა და სანდოობასა. პლატფორმის თითოეული მოთხოვნა და რეგულაცია სრულად დააკმაყოფილა Cryptal-მა. ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესის შემდეგ ქართული კომპანია მსოფლიოს წამყვანი ბირჟების გვერდითაა წარმოდგენილი. შედეგად ის უკეთესად წარმოჩინდება საერთაშორისო ბაზარზე და გაიზრდება მისი ცნობადობა.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, CoinGecko-ზე სრულფასოვანი ინტეგრაცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მუდმივ რეჟიმში ადევნოს თვალი ბირჟების შესახებ სრულ ინფორმაციას. ეს ეხება როგორც ტრანზაქციების, ასევე კომპანიის შესახებ ზოგად ინფორმაციას. სწორედ ამიტომ დალისტვა Cryptal-ს შესაძლებლობას აძლევს, მისწვდეს გაცილებით დიდ, მასშტაბურ აუდიტორიას. და რაც მთავარია, ეს სანდო და რეპუტაციული გზით გააკეთოს.

აღსანიშნავია, რომ Cryptal ასევე ერთადერთი ქართული ბირჟაა, რომელიც CoinGecko-ს პარალელურად, მეორე უმსხვილეს პლატფორმა Coinmarketcap-ზეც განთავსებულია. დღეს ბაზარზე სწორედ CoinGecko და Coinmarketcap წარმოადგენენ ორ მთავარ წყაროს, სადაც კრიპტო მოთამაშეებისა და ვალუტების აღრიცხვა და კატალოგირება ხდება სხვადასხვა პროცედურების შესაბამისად. სწორედ ეს ფაქტი განაპირობებს მსოფლიოს წამყვანი კრიპტო ბირჟებისა და პლატფორმების სანდოობას, უსაფრთხოებასა და რეპუტაციას.

Cryptal-ის საერთაშორისო პლატფორმების მიერ აღიარება კიდევ უფრო დიდ ინტერესსა და ნდობას გააჩენს ადგილობრივი კრიპტოინდუსტრიის მიმართ. ეს კი კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოსთვის გლობალური მომავლის ეკონომიკასთან ადაპტირებისათვის.

(R)

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს