ვარლამ გოლეთიანი - პრაქტიკულად ორი დღეა, ცემა-ტყეპა მიდის აქციაზე ქალების, არავის ინდობენ - დღეს უკვე სამუშაო დღე დაიწყო, ჩვენ, როგორც მოქალაქეებს, ამ შემთხვევაშიც აგვეკრძალება სამინისტროს ტერიტორიაზე შესვლა?

დღეს უკვე სამუშაო დღე დაიწყო, ახლა რა არგუმენტი ექნებათ, დღეს მაინც, ყველას შეუძლია ამ კარიდან შესვლა საშვით. ხომ ასეა? ჩვენ, როგორც მოქალაქეებს, ამ შემთხვევაშიც აგვეკრძალება ტერიტორიაზე შესვლა თუ როგორ იქნება? ახლა ვაპირებ, რომ შევიდე და ვიკითხო, - ამის შესახებ „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან განაცხადა, სადაც რაჭის დღეებთან დაკავშირებით აქცია უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს.

ამ წუთებში, აქციის მონაწილეები მათთვის სამინისტროში შესასვლელად საშვების გაცემას ელოდებიან.

გოლეთიანის განმარტებით, ისინი ითხოვენ, რომ მინისტრი ოთარ შამუგია სამინისტროსთან მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაუროს.

„დღეს უკვე სამუშაო დღე დაიწყო. პრაქტიკულად ორი დღეა, ცემა-ტყეპა მიდის აქ ქალების, არავის ინდობენ. ჩვენ პირადად, პირველად ვნახეთ პოლიცია ასე იქცეოდეს. ახლა რა არგუმენტი ექნებათ, დღეს მაინც ხომ ყველას შეუძლია ამ კარიდან შესვლა საშვით. ხომ ასეა? ჩვენ, როგორც მოქალაქეებს, ამ შემთხვევაშიც აგვეკრძალება ტერიტორიაზე შესვლა თუ როგორ იქნება? მინდა, რომ გავარკვიო. ახლა ვაპირებ, რომ შევიდე და ვიკითხო. აქამდე ვხედავდით, რომ პოლიცია ჩაყენებული ჰყავდათ და ვხედავდით, როგორ განვითარდა მოვლენები. ვითხოვთ, რომ მინისტრი გამოგვეხმაუროს, იმიტომ, რომ ვხედავთ, პირდაპირ რეპრესიებს აწარმოებენ პოლიციის გავლით და ხელისუფლებიდან არავინ, გადაწყვეტილების მიმღები, მინისტრი ან მოადგილე, ანუ არავინ გრძნობს ვალდებულებას, რომ გამოგვეხმაუროს, გამოვიდეს და ერთი სიტყვა თქვას, რომ რას ვითხოვთ ჩვენ არასწორს ან არაკანონიერს. პროტესტის უფლება ამ ქვეყანაში ადამიანებს მგონი აქვთ ხომ?" - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

აქციის მონაწილეებს სურთ, რომ სამინისტროს ეზოში შევიდნენ და კარავი იქ გაშალონ.

„გვინდა, რომ სამინისტროს კარიდან შევიდეთ და როგორც კანონში წერია, ისე რომ შესასვლელი არ დავბლოკით, დავდგათ კარავი”,- განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ცნობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით აქცია უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ოთარ შამუგიასთან შეხვედრას და იმის გაგებას ითხოვენ, რა გეგმა აქვს სამინისტროს რაჭის ტყეებთან დაკავშირებით.

ასევე, პროტესტის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნაა - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 2022 წლის მარტში 104 712 ჰექტარ ტყეზე 49-წლიანი სამონადირეო ლიცენზიის გაუქმება.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა