მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ თეა წულუკიანს პრეზიდენტის პოსტისთვის ამზადებს, კახა კალაძეს - პრემიერ-მინისტრობისთვის

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ კულტურის მოქმედ მინისტრს, თეა წულუკიანს პრეზიდენტის პოსტისთვის ამზადებს, თბილისის მერს, კახა კალაძეს კი პრემიერ-მინისტრობისთვის. ამის შესახებ მან სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილმა საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ერთი სული აქვს, როცა ის პრეზიდენტი აღარ იქნება.

„მათ ერთი სული აქვთ, როცა თქვენ აღარ იქნებით პრეზიდენტი. მათ უკვე მომზადებული ჰყავთ წულუკიანი პრეზიდენტობაზე. წულუკიანი სჭირდებათ იმისათვის, რომ არასდროს, არავინ დაპატიმრებული არ გამოუშვას, ჩემი ჩათვლით, რა თქმა უნდა. თქვენც გემუქრებიან პატიმრობით. როდესაც გაუჭირდებათ არჩევნებამდე, უკვე ამზადებენ კალაძეს პრემიერად, იმიტომ, რომ სჭირდებათ პრაქტიკულად შიგნით გადაჯგუფება, მთავარია არაფერი პრობლემა არ შეექმნას ოლიგარქის ხელისუფლებას. კალაძეც ყურებით ჰყავს რუსეთს დაჭერილი, განსაკუთრებით „გაზპრომის“ კონტრაქტით და მთელი იმ კორუფციით, რომელმაც წალეკა თბილისის მერია, მანამდე ენერგეტიკის სამინისტრო და მთლიანად საქართველო“, - განაცხადა სააკაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება