თინა ბოკუჩავა - 11 წელია ოპოზიციაში ვარ, სამი მოწვევის პარლამენტი გამოვიარე, მაგრამ ასეთი მდაბიო, უხამსი და ამორალური არასდროს ყოფილა „ოცნება“ თავის წარმომადგენლებით

11 წელია ოპოზიციაში ვარ, სამი მოწვევის პარლამენტი გამოვიარე, მაგრამ ასეთი მდაბიო, უხამსი და ამორალური არასდროს ყოფილა "ოცნება" თავის წარმომადგენლებით, კაცებით, რომლებიც მუდმივად მიმართავენ ძალადობას ოპოზიციონერი ქალების მიმართ, - ამის შესახებ ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია- ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავა გამოეხმაურა "ხალხის ძალის" დეპუტატის, ეკა სეფაშვილის განცხადებას, რომელიც მიიჩნევს, რომ ძალადობა პროვოცირებული იყო ქალი ოპოზიციონერების მიერ და აღნიშნა, რომ "ოცნების" "სატელიტი", რომ "ოცნების" მოძალადე კაც დეპუტატებს იცავს, ამაში გასაკვირი არაფერია".

"ეს პარლამენტი, მათ შორის, შალვა პაპუაშვილის თავმჯდომარეობის პერიოდი არის ალბათ, ყველაზე სამარცხვინო, რაც კი მათ შორის "ოცნების" მმართველობის დროს მინახავს. 11 წელია ოპოზიციაში ვარ, სამი მოწვევის პარლამენტი გამოვიარე, მაგრამ ასეთი მდაბიო, უხამსი და ამორალური არასდროს ყოფილა "ოცნება", როგორიც არის ახლა თავის წარმომადგენლებით, კაცებით, რომლებიც მუდმივად სხვადასხვა ტიპის ძალადობას იყენებენ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიმართ. მათ ძალიან აღიზიანებს ჩვენი უკომპრომისო ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის",- განაცხადა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს