საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის Google-დეველოპერთა სტუდენტური კლუბის (GDSC) წევრები კომპანია EventyApp-ის დამფუძნებლებსა და ექსპერტს მანქანურ სწავლებაში, ანზორ გოზალიშვილს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის Google-დეველოპერთა სტუდენტური კლუბის (GDSC) წევრები კომპანია EventyApp-ის დამფუძნებლებსა და ექსპერტს მანქანურ სწავლებაში, ანზორ გოზალიშვილს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტმა ვასიკო ფირუზაშვილმა, ირაკლი ღვინიანიძემ, ანი სირბილაძემ, სტარტ-აპ კომპანია EventyAp კომპანიის თანადამფუძნებლებმა და კლუბის წევრებმა, გაცვალეს ინფორმაცია EventyAp აპლიკაციის შესახებ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა EventyAp არის ინოვაციური მობილური აპლიკაცია, რომელიც ცვლის ღონსძიებებთან დაკავშირებულ ონლაინ გამოცდილებას. აპლიკაცია მომხმარებლებს და ორგანიზატორებს სთავაზობს დინამიურ და ჩამთრევ პროცესს ბილეთების შერჩევის მომენტიდან ღონისძიებაზე მიღებული ემოციების გაზიარებამდე. ნებისმიერი ღონისძიების გვერდზე, ერთ სივრცეში გამოცდილების გაზიარების მიზნით, EventyAp -ში შესაძლებელია აიტვირთოს მოკლე ფორმატის ვიდეო.

„საქართველოში მხოლოდ რამდენიმე უნივერსიტეტს, მათ შორის, სტუ-ს, მიეცა ოფიციალური ნებართვა ჩამოაყალიბოს Google დეველოპერების სტუდენტური კლუბი. კლუბი ჩამოყალიბდა საბაკალავრო პროგრამის “კომპიუტერული მეცნიერება” სტუდენტების ომარ ჰოსსამისა და ფარნავაზ ტყემალაძის ინიციატივით. Google დეველოპერთა სტუდენტური კლუბმა (GDSC), უკვე მეორე შეხვედრა, პირველი - საინფორმაციო, მეორე კი პროფესიული კუთხით, გამართეს. შეხვედრის მთავარი სპიკერი იყო სწავლების (ML) ექსპერტი, ანზორ გოზალიშვილი. გარდა ამისა, სტუდენტები შეხვდნენ სტარტ-აპ კომპანია EventyAp კომპანიის თანადამფუძნებლებს. მნიშვენლოვანია, რომ კომპანია EventyApp-ი გაფართოვებას გეგმავს და ვაკანსიებს აცხადებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. ამ მიმართულებით შეხვედრა უკვე დაგეგმილია. უნივერსიტეტს შესაბამისი მემორანდუმი აქვს გაფორმებული კომპანიასთან. სტუტენტებს შორის საკმაოდ ძლიერი უკუკავშირი შედგა, დაისვა ბევრი საინტერესო კითხვა და წამოიჭრა ინიციატივები. მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს სტუდენტებს და მათ პარტნიორებს“, - აცხადებს პროფესორი თამარ ლომინაძე.

სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე სტუდენტებმა კლუბის სამომავლო ღონისძიებები დაგეგმეს, რომელთაგან ერთ-ერთი ღონისძიება გუგლის დეველოპერთა სტუდენტური კლუბის Solution Challenge-ის ჰაკათონისათვის მზადებაა. ასევე, სტუდენტებმა ისაუბრეს მომავალ საუნივერსიტეტო ღონისძიებაზე, როგორიცაა, „რობოტების ბრძოლა“, რომელიც „ნიკო ნიკოლაძის კლუბის“ ინიციატივით და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენური სახელოსნოს ორგანიზებით ტარდება, დაიგეგმა EventApp-ის დამფუძნებლებთან შემდგომი თანამშრომლობა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა