საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტებს, ძიუდოისტებს - ზაურ დვალაშვილსა და საბა ინანეიშვილს ევროპის ჩემპიონობას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუდენტებს - ზაურ დვალაშვილსა და საბა ინანეიშვილს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ ლომინაძის, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ზურაბ გვიშიანის, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, ოქროს მედლისა და ძიუდოში ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პოტსდამში (გერმანია) გამართულ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მოპოვებული ორივე ოქროს მედალი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის ბაკალავრს - ზაურ (ზაზო) დვალაშვილსა და სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრს - საბა ინანეიშვილს ეკუთვნით. ზაურ დვალაშვილი ევროპის ჩემპიონი 81 კგ წონით კატეგორიაში გახდა, ხოლო საბა ინანეიშვილმა ჩემპიონობა +100 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობისას მოიპოვა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს, უნივერსიტეტის საამაყო ფალავნებს, უდიდეს გამარჯვებასა და საერთაშორისო აღიარებას. ზაურს და საბას ვუსურვებთ შეუპოვრობას, ჯანმრთელობასა და კიდევ მრავალ ღირსეულ ასპარეზობას პროფესიონალურ სპორტსა და წარმატებებს სამომავლო პროფესიულ საქმიანობაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი სტუდენტები სპორტულ კარიერას კიდევ არაერთი ჯილდოთი გაამდიდრებენ,“ - აცხადებს სტუ-ის რექტორი დავით გურგენიძე.

ცნობისათვის, გერმანიის ქალაქ პოტსდამში, 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, ზაურ დვალაშვილმა ფინალში ბელგიელ იარნ დუიკს იპონით სძლია და საქართველოს ნაკრებს საერთაშორისო ტურნირზე პირველი ოქროს მედალი და ჩემპიონის ტიტული მოუტანა; +100 კგ წონით კატეგორიაში გამართულ ქართულ ფინალზე ევროპის ჩემპიონი საბა ინანეიშვილი გახდა, ვერცხლი კი ძიუდოისტ ირაკლი დემეტრაშვილს ერგო.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა