კახა კალაძე სააკაშვილის განცხადებაზე - ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერ-მინისტრი, რაც შეეხება ჩემს მომავალს, 2025 წლამდე ვემსახურები ქალაქს, თბილისელებს

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ტყუილს უწოდებს მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ მას პრემიერ-მინისტრად, თეა წულუკიანს კი პრეზიდენტად ამზადებს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყანას ღირსეული პრემიერ-მინისტრი ჰყავს, თავად კი დედაქალაქს 2025 წლამდე მოემსახურება.

„ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის სახით. რაც შეეხება ჩემს მომავალს, მე თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ ამირჩია და 2025 წლამდე ვემსახურები ჩემს ქალაქს, თბილისელებს. უდიდესი პასუხისმგებლობაა, იყო დედაქალაქის მერი, უამრავი მნიშვნელოვანი რეფორმა და პროექტები გვაქვს დაწყებული, რასაც რა თქმა უნდა, ბოლომდე მიყვანა სჭირდება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატურას, კალაძის თქმით, როდესაც სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა დაუმთავრდება, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, ვის შეარჩევს „ქართული ოცნება“.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ტყუილი. მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილს დაუმთავრდება მისი უფლებამოსილების ვადა, ვის შეარჩევს „ქართული ოცნება“, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. არაფერი იქნება დამალული“,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ თეა წულუკიანს პრეზიდენტის პოსტისთვის ამზადებს, კახა კალაძეს კი პრემიერ-მინისტრობისთვის.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს