ანტიკორუფციული საკითხების საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრირებასთან დაკავშირებით აკადემიური წრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ანტიკორუფციული ბიუროს ორგანიზებით ანტიკორუფციული საკითხების საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრირებასთან დაკავშირებით აკადემიური წრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, ღონისძიება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გახსნა.

„როგორც შეხვედრაზე აღინიშნა საგანმანათლებლო სფეროში ანტიკორუფციული საკითხების ინტეგრირება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც ანტიკორუფციული პოლიტიკის ფორმირების პროცესში, ისე კორუფციასთან ბრძოლის ეფექტურად განხორციელებაში.

მომხსენებელთა რანგში სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორები და პროფესორები იმყოფებოდნენ. მათ ყურადღება გაამახვილეს საგანმანათლებლო პროგრამებში ანტიკორუფციული საკითხების ინტეგრირების მნიშვნელობასა და განათლების როლზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

აკადემიური წრის წარმომადგენლებმა და დამსწრე საზოგადოებამ ანტიკორუფციული საკითხების საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრირების მხარდაჭერის მიზნით ხელი მოაწერეს დეკლარაციას.

შეხვედრა განხორციელდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) პროექტის დაკვეთით, „კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ (GFG) ფარგლებში, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ.

შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილეები: თამთა კაჭკაჭიშვილი და ანა კალანდაძე; ჯაბა სამუშია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი; დავით გურგენიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი; ზვიად გაბისონია, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი; ნათია ზედგინიძე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, პროფესორი, მენეჯმენტის სკოლის ხელმძღვანელი, მენეჯმენტის და ადმინისტრირების დარგობრივი საბჭოს თავმჯდომარე (EQE); გიორგი ხუბუა, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბერლინის შტაინბაისის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კვლევების მიმართულებით; პაატა ტურავა, სამართლის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; შალვა კირთაძე, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი; შალვა ჭკადუა, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა