ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ავსტრიაში საქართველოს ელჩს ქეთევან ციხელაშვილს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ავსტრიის რესპუბლიკაში ქეთევან ციხელაშვილს შეხვდა.

როგორც ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბიუროს ხელმძღვანელმა ელჩს საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის (IACA) ასამბლეის მე-12 სესიის ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემია (IACA) დაარსდა 2010 წელს ვენაში. აკადემიის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ანტიკორუფციული მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას და შესაბამისი ტრენინგებისა და სასწავლო პროგრამების განხორციელებას როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. შეხვედრაზე მხარეებმა ანტიკორუფციულ ბიუროსა და საერთაშორისო ანტიკორუფციულ აკადემიას (IACA) შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და ერთობლივი პროექტების შესახებ იმსჯელეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა საერთაშორისო ანტიკორუფციულ აკადემიასა და ანტიკორუფციულ ბიუროს შორის შემდგომი თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და სასწავლო მიმართულებით წარმატებული მოდელის ჩამოყალიბებაში. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა