Marine Shipping & Forwarding საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი გახდა

საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი ერთ-ერთი ლიდერი სატრანსპორტო კომპანია Marine Shipping & Forwarding (MSF) გახდა, რომელიც 2010 წელს დაარსდა და მისი ძირითადი საქმიანობაა საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო გადაზიდვები.

როგორც ბიზნესასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კომპანიის საქმიანობაში ასევე შედის ისეთი მომსახურებები, როგორიცაა: საჰაერო გადაზიდვები, საბაჟო-საბროკერო მომსახურება, მშრალი, საშიში, თხევადი ტვირთების ტრანსპორტირება და არაგაბარიტული ტვირთის დამაგრება, ტრანსპორტირება.

„კომპანია, ასევე, ფოკუსირებულია მარშრუტის დაგეგმვაზე, ნებართვებითა და გაცილებით მომსახურების უზრუნველყოფაზე, ტვირთების გადატვირთვა, ტალმანირებასა (დათვლა) და საკონსულტაციო მომსახურებაზე. MSF აქტიურია საპროექტო ლოჯისტიკის მიმართულებითაც, ისევე როგორც მულტი-მოდალური გადაზიდვებისა და ტვირთების შენახვა და დასაწყობების კუთხით. კომპანიის წარმატების მთავარი ფორმულაა გუნდი, რომელიც მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურება მომხმარებელს გადაზიდვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.

ქვეყნის მასშტაბით კომპანიას ოფისები აქვს ფოთში, ბათუმსა და თბილისში, და აღსანიშნავია, რომ MSF-ს საიმედო პარტნიორები ჰყავს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რაც საგრძნობლად ამარტივებს და ოპერატიულს ხდის მომსახურების მოწოდების პროცესს. ასევე გასათვალისწინებელია კომპანიის CSR პოლიტიკა, იმისათვის რომ MSF-ის საქმიანობას გარემოსთვის ზიანი არ მიეყენებინა, კომპანიის ავტოპარკი სრულად ჩანაცვლდა EURO 6 და EURO 5 ტიპის სატვირთო ავტომობილებით.

აღსანიშნავია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებები აღჭურვილია GPS სისტემით, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს აკონტროლონ საკუთარი ტვირთის ადგილმდებარეობა და მომსახურებას კომფორტულს, მოქნილსა და ხარისხიანს ხდის. MSF არის ორი მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციის Marco Polo & GLA Family-ს წევრი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, კომპანია ფლობს 1,5 მილიონი ლარის ოდენობით პასუხისმგებლობის დაზღვევას, რაც მომხმარებლისთვის სიმშვიდის გარანტია.

„ჩვენთვის სასიხარულოა ასეთი პასუხისმგებლობიანი კომპანიების წევრობა, რომლებიც ორიენტირებულები არიან ხარისხზე და მომხმარებლის საჭიროებების ოპერატიულად შესრულებაზე. ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულება ბიზნეს ასოციაციის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს, მით უფრო, როდესაც ასეთი აქტუალური შუა დერეფნის საკითხი. მივესალმებით კომპანია MSF-ს საქართველოს ბიზნესასოციაციაში და დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა მრავალმხრივი და საინტერესო იქნება“, - განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება