უკრაინამ 94 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ ომში დაღუპული კიდევ 94 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს მოვახერხეთ უკრაინის 94 დამცველის ცხედრის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნება“, - აცხადებენ შტაბში.

მათი განმარტებით, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების შესაბამისად, უკრაინამ ომში დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები მოწინააღმდეგე მხარესაც გადასცა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა