მამუკა მდინარაძე - ზოგიერთი ოპოზიციონერი ქალბატონი როცა აგინებს სხვას, მაშინ ავიწყდება, რომ ქალია - როცა თავად აგინებენ, მაშინ ქალები არ არიან და მერე თუ ვინმემ პასუხი დაუბრუნა, სპეტაკი და კდემამოსილი ქალბატონები ხდებიან

ერთ მხარეს არიან „ჩმორი“ კაცები და უზრდელი ქალები და დაალაგეს ასეთი სქემა: ქალები „ქართული ოცნების“ მამაკაცებს შეურაცხყოფას აყენებენ, კაცების უმრავლესობა ხმას არ იღებს, უზრდელი ქალები პროვოკაციაზე წამოაგებენ ვიღაცას და მერე შეურაცხყოფაზე ითხოვენ პასუხს - როცა თავად აგინებენ, მაშინ ქალები არ არიან და მერე თუ ვინმემ პასუხი დაუბრუნა, სპეტაკი და კდემამოსილი ქალბატონები ხდებიან, ასე არ გამოვა,- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ბოლო პერიოდში ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიმართ განხორციელებულ სიტყვიერი შეურაცხყოფის თაობაზე.

მისივე თქმით, მაგალითად, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ლევან მგალობლიშვილს იმდენიც არ უთქვამს ქალი დეპუტატების მიმართ, რაც თავად მას აკადრეს და უთხრეს, როდესაც კალამი ესროლეს.

„ზოგიერთი ოპოზიციონერი ქალბატონი როცა აგინებს სხვას, მაშინ ავიწყდებათ, რომ ქალია. როცა თავად აგინებენ, მაშინ ქალები არ არიან და მერე თუ ვინმემ პასუხი დაუბრუნა, სპეტაკი და კდემამოსილი ქალბატონები ხდებიან, ასე არ გამოვა. უნდა მიხვდნენ, რას აკეთებენ, თვალში კალამს რომ გაარტყამ დეპუტატს, გინდა ქალი იყოს, გინდა კაცი, რომ წამოდგება და რაღაცას მოგიღერებს რომ მოგიშოროს, შეიძლება ადეკვატურ პასუხადაც კი მივიჩნიოთ. თვალში კალამს რომ გაარტყამ და საშინელებას დაუძახებ, რასაც მე ვერ გავიმეორებ, მოგიტრიალდება და პასუხს გცემს, მერე ხდები ქალი და მანამდე არ ხარ ქალი? თუ ჩვენ გენდერსა და თანასწორობაზე ვსაუბრობთ, თვითონ რატომ გამოდიან ასეთი სექსისტური განცხადებებით, რომ როცა უნდათ ქალები არიან და როცა უნდათ, არ არიან? „ნაცმოძრაობის“ ქალებმა სქემა დაალაგეს. არიან ერთ მხარეს "ჩმორი" კაცები და უზრდელი ქალები და დაალაგეს ასეთი სქემა: ქალები აყენებენ „ქართული ოცნების“ მამაკაცებს შეურაცხყოფას, კაცები, მათი უმრავლესობა ხმას არ იღებს, უზრდელი ქალები პროვოკაციაზე წამოაგებენ ვიღაცას და მერე შეურაცხყოფაზე ითხოვენ პასუხს. უზრდელი ქალები არიან, ვერ ვიმეორებ იმ სიტყვებს, რაც მაგალითად, ლევან მგალობლიშვილს, უთხრეს. იმდენიც არ უთქვამს, რაც კალმის სროლის დროს აკადრეს ლევან მგალობლიშვილს. რადგან კამერაში არაა ის ხმა და მხოლოდ მგალობლიშვილის ხმაა, ანუ არ მომხდარა? მე კი არ ვიცავ. როდესაც რაღაც ისეთი ფორმა იყო, ირაკლი ბერაია ღირსეული კაცია და გამოვიდა და უმალ მოიხადა ბოდიში. პირველი ვიყავი ვინც თქვა, რომ ეს მიუღებელი ფორმა იყო. მაგრამ საზღვარი აქვს. როდესაც ისეთ საზიზღრობას ამბობ, რასაც ეთიკის გამო ვერ ვიმეორებ, თვალში კალამს გაარტყამ ადამიანს და შემდეგ პასუხი გიკვირს და ამაზე როგორც ქალი ითხოვ პასუხს, მანამდეც რომ ქალი ხარ, ეს რატომ გავიწყდება“,- განაცხადა მდინარაძემ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება