თეონა აქუბარდია შალვა პაპუაშვილს - მოგმართავთ, თავდაცვის კომიტეტის საქმიანობაში ოპოზიციის ჩართულობა უზრუნველყოთ - ჩართულობა არა თეონა აქუბარდიასი, არამედ ოპოზიციის

არ შეიძლება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საქმიანობაში ოპოზიციის ჩართულობა გამორიცხული იყოს - ეს არის პრობლემა, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში იმიტომ დგას, რომ კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციასთან კომუნიკაციას ვერ ახერხებს, - აღნიშნული განცხადება კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თეონა აქუბარდიამ ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

აქუბარდიამ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს კიდევ ერთხელ მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი როგორც საზედამხედველო საქმიანობას, ასევე საგარეო ვიზიტებს ახორციელებს ისე, რომ მასში კომიტეტის არც ერთი ოპოზიციონერი წევრი არ მონაწილეობს.

აქუბარდიამ პაპუაშვილს მიმართა, აღნიშნული კომიტეტის საქმიანობაში ოპოზიციის ჩართულობა უზრუნველყოს და როგორც ამ კონტექსტში აღნიშნა, სადეპუტატო საქმიანობისთვის ხელის შეშლა კანონით ისჯება.

„პარლამენტში ყველა წარმოვადგენთ ხალხს. ვართ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები. არ გვევალება, მაინცა და მაინც ყველას ერთმანეთი გვიყვარდეს, მაგრამ ამის მიუხედავად, ყველამ ერთად მუშაობა უნდა შევძლოთ. მე ვცდილობ, რომ ერთად მუშაობა შევძლოთ, იმის მიუხედავად, რომელიმეს მიმართ მაქვს თუ არა პირადი სიმპატია. მე ირაკლი ბერაიას (კომიტეტის თავმჯდომარე) მიმართ კი არ ვჩივი, არამედ როგორც პარლმენტის თავმჯდომარეს გთხოვთ, უზრუნველყოთ ოპოზიციის ჩართულობა - ჩართულობა არა თეონა აქუბარდიასი, რამედ ოპოზიციის“, - მიმართა აქუბარდიამ შალვა პაპუაშვილს ბიუროს სხდომაზე.

ცნობისთვის, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში გაემგზავრა. დელეგაციაში არც ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი არ არის. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: - ირაკლი ჩიქოვანი, ალექსანდრე ტაბატაძე და ხატია წილოსანი.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში