ბექა ბასილაია - 7 ნოემბერზე ბადრი პატარკაციშვილი არის და იყო პასუხისმგებელი - მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და გადადგა

7 ნოემბერს თავისი წინაპირობები ჰქონდა და ეს მომდინარეობდა ოლიგარქ ბადრი პატარკაციშვილის მხრიდან, ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილით, რაც ორკესტრირებული იყო მინიმუმ, თანხვედრაში მოდიოდა რუსეთის ინტერესებთან,- ამის შესახებ 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა.

ბასილაიას თქმით, 7 ნოემბრის საქმეზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მასალები, პოლიტიკური დევნის მასალებია.

"ის, რაც 2007 წლის ნოემბრის მოვლენებისას განხორციელდა, ამას თავის დროზეც ჰქონდა სახელმწიფოს მიერ შესაბამისი შეფასება მიცემული და დღესაც ვაცხადებთ, სისხლის სამართლებრივი გადაცდომა სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან არ ყოფილა.

რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილმა აიღო და გადადგა.

შესაბამისად, პერიპეტიები, თუ რამ განაპირობა 2007 წლის 7 ნოემბერი და მანამდე როგორ ვითარდებოდა მოვლენები, ეს რა თქმა უნდა, პოლიტიკური საკითხები იყო, რა თქმა უნდა, რუსეთის ინტერესები იკვეთებოდა. მათ შორის, ტელეკომპანია “იმედის" როლი იქნებოდა ეს თუ, 7 ნოემბრამდე მიმდინარე მოვლენები, ამ პროცესებში ბუნებრივია, ბადრი პატარკაციშვილს თავისი ინტერესები ჰქონდა, ის ამ ინტერესებს არც მალავდა. ამავდროულად, მისი მოტივაციები, რომ რუსულ ინტერესებს ემთხვეოდა, ეს იმთავითვე ცხადი იყო, ხოლო მოვლენათა განვითარებამ კიდევ უფრო მეტად დაადასტურა, რომ რუსეთი საქართველოში არეულობას ცდილობდა.

7 ნოემბერს თავისი წინაპირობები ჰქონდა და ეს მომდინარეობდა ოლიგარქ ბადრი პატარკაციშვილის მხრიდან, ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილით, რაც ორკესტრირებული იყო მინიმუმ, თანხვედრაში მოდიოდა რუსეთის ინტერესებთან. შესაბამისად, 7 ნოემბერზე ბადრი პატარკაციშვილი არის და იყო პასუხისმგებელი. მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და გადადგა", - განაცხადა ბასილაიამ.

7 ნოემბრის საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 20 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა