ერევანმა და ბრიუსელმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სტატუსის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

ერევანმა და ბრიუსელმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სტატუსის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, - ამის შესახებ ინფორმაციას Armenpress-ი ავრცელებს.

სომხური მედიის ინფორმაციით, ერევანსა და ბრიუსელს შორის ევროკავშირის მისიის სტატუსის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

დოკუმენტი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პარუირ ოვანისიანმა და სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვასილის მარაგოსმა შეადგინეს.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო სომხეთის ხელისუფლებას თებერვალში ამ მისიის მიღებისთვის. ამ მისიამ სომხეთს უკვე ბევრი რამ შესთავაზა სტაბილურობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. სტატუსის შესახებ შეთანხმება, რომელიც ჩვენ დღეს გავაფორმეთ, ხელს შეუწყობს უფრო მეტი სამართლებრივი სიზუსტის მოპოვებას, როდესაც საქმე ეხება ქვეყანაში მისიის ყოფნისას სხვადასხვა უფლებებისა და მოვალეობების რეგულირებას“, - განაცხადა ვასილის მარაგოსმა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პარუირ ოვანისიანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მისიის სტატუსის შესახებ შეთანხმება სომხეთში მისი საქმიანობის უფრო ეფექტურ განხორციელებას შეუწყობს ხელს.

ცნობისთვის, ევროკავშირის სამოქალაქო მისიამ სომხეთში მუშაობა 2023 წლის თებერვალში დაიწყო და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სომხურ მხარეს ევროპელი დამკვირვებლები პატრულირებენ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა