აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოში USAID-ის მისიის ხელმძღვანელს, ჯონ პენელს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოში USAID-ის მისიის ხელმძღვანელს, ჯონ პენელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე USAID-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტები, აგრეთვე თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

თორნიკე რიჟვაძემ მისიის ხელმძღვანელს რეგიონის ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო გააცნო.

„ყურადღება გამახვილდა USAID–ის ცალკეულ პროგრამებზე, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკის ცალკეული სექტორების განვითარებას, კერძოდ, როგორიცაა, ტურიზმი, წარმოება, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები.

შეხვედრას აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება