ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის შესახებ, შემოსავლების სამსახურში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ სიჭინავამ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსის გაცნობის მიზნით, ბიზნეს ოპერატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით, საქართველომ აიღო სამართლებრივი ვალდებულება, ეტაპობრივად მოახდინოს საბაჟო პროცედურების ევროპულ რეგულაციებთან დაახლოება.

„ამასთან, აღნიშნული რეგულაციები ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონცეფციის იმპლემენტაციასაც გულისხმობს და ის საბაჟო სისტემასა და ბიზნესს შორის პარტნიორულ ურთიერთობას ეფუძნება. ახალი სტატუსი კომპანიებს ახალ გამარტივებულ საბაჟო შესაძლებლობებს სთავაზობს, კერძოდ; ავტორიზაციის მფლობელის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის მიმართ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას შემცირდება საქონლის ფიზიკური დათვალიერებისა და დოკუმენტური შემოწმების სიხშირე, ხოლო საბაჟო გაფორმების პროცედურები პრიორიტეტული წესით შესრულდება.

დამატებითი ინფორმაცია ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსისა და მიღების წესის შესახებ იხილეთ ბმულზე:

შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ბიზნეს-ოპერატორებს AEO-ს სტატუსის შესახებ, მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინეს და ის საბაჟო შეღავათები გააცნეს, რომლებიც საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვში იწყება საქონლის წარმოების პროცესიდან და სრულდება საბოლოო მიმღებთან მიწოდებით. სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

კერძო სექტორის წარმომადგენლებს, შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის აქტუალურ თემებსა და არსებულ გამოწვევებზე ესაუბრათ.

ბიზნესსექტორთან შეხვედრები, რომელთა მიზანია „ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების" (AEO) პროგრამის ხელშეწყობა და საბაჟო ფორმალობების შესახებ ცნობადობის ამაღლება რეგულარული ხასიათისაა და აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ სტატუსს, საქართველოში უკვე 8 კომპანია - სს ,,საქკაბელი", შპს „დემასი", შპს ,,გოსელინ მობილითი ჯორჯია", შპს ,,შარმ ტრეიდინგი", შპს ,,ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია", სს „შატო მუხრანი", შპს ,,ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანია" და შპს ,,ჰავი ლოჯისტიკსი" ფლობს“,- ნათქვამია ინფრომაციაში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე