Reuters - უნგრეთში ურსულა ფონ დერ ლაიენის საწინააღმდეგო ბილბორდები გამოჩნდა

უნგრეთში ურსულა ფონ დერ ლაიენის საწინააღმდეგო ბილბორდები გამოჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ბილბორდები, რომლებიც უნგრეთში ღამით დაიდგა, ივნისში გასამართი ევროპის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის ნაწილია და მასზე ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად, წარმოშობით უნგრელი ფინანსისტის, ჯორჯ სოროსის ვაჟი, ალექს სოროსია გამოსახული.

უნგრეთში განთავსებულ ბილბორდებს ევროკომისიის წარმომადგენელი, ერიკ მამერი გამოეხმაურა.

„სურათები ევროკომისიის პრეზიდენტს ვაჩვენე, მას წარბიც კი არ შეუხრია. ის აბსოლუტურად უშფოთველი იყო“, - განაცხადა მამერმა.

„ეს პირველი შემთხვევა არ არის და შესაძლოა არც უკანასკნელი იყოს. უნგრეთი ევროპის ნაწილია და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ისეთ პოლიტიკას ვახორციელებთ, რომელსაც უნგრეთის მოქალაქეებისთვის სარგებელი მოაქვს“, - აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, ეს პირველ შემთხვევას არ წარმოადგენს, როცა უნგრეთში მსგავსი ხასიათის ბილბორდები გამოჩნდა. 2019 წელს, უნგრეთის მმართველმა პარტიამ ბილბორდებზე, ურსულა ფონ დერ ლაიენის წინამორბედი, ჟან-კლოდ იუნკერი და უფროსი სოროსი გამოსახა, რასაც ბრიუსელის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე