ხრეშა-ქვიშის მოპოვებისთვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობა იზრდება

ხრეშა-ქვიშის მოპოვებისთვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობა სამჯერ იზრდება და 0.2 ლარის ნაცვლად, 0.6 ლარით განისაზღვრება.

“ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ცვლილებები “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს.

მათი განმარტებით, ქვიშა-ხრეშის სექტორი საქართველოში მზარდი ტენდენციით ხასიათდება და ბოლო 10 წლის მანძილზე ამ სექტორში მოპოვება სტაბილურად 2%-ით იზრდება. კანონის პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია ისიც, რომ ქვიშა-ხრეშის მოსაკრებელი გარკვეული მუნიციპალიტეტებისთვის საკმაოდ დიდი შემოსავლის წყაროა.

“მოსაკრებლის გაზრდის შედეგად მუნიციპალიტეტების მიერ აღნიშნული მოსაკრებლებიდან მიღებული შემოსავლები 2022 წელს მიღებულ შემოსავალთან შედარებით დაახლოებით 3-ჯერ გაიზრდება. შედეგად, 2022 წელს მუნიციპალიტეტების მიერ ჯამურად მიღებული 4 196 640 ლარის ნაცვლად, მუნიციპალიტეტები ქვიშა-ხრეშის მოსაკრებლებისგან ჯამურად დაახლოებით 12 500 000 ლარის მიღებას შესძლებენ. აღნიშნული ფისკალური ეფექტი შესაძლოა უფრო დიდიც იყოს თუ ბაზარზე ქვიშა-ხრეშის მზარდი მოთხოვნა იქნება. სამშენებლო და ინფრასტრუქტურული სექტორების მზარდი ტენდენციები ამ მოლოდინს ამყარებს“, - აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა