ბაჩო დოლიძე - თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხაბეიშვილს შესწევს უნარი, რასაც ფიქრობს, ის გააკეთოს, ძალიან დიდ შეცდომაშია შეყვანილი - დღეს მისი ფუნქცია დირექტივების გახმოვანებაა, თუ აღარ დასჭირდებათ, იქნება ჩანაცვლებული

სამწუხაროდ დღეს მიხეილ სააკაშვილი ორმაგ ტყვეობაშია. ერთის მხრივ „ქართული ოცნების“ და მეორე მხრივ პარტიის დღევანდელი მენეჯმენტის. უწევს, რა თქმა უნდა, დათმობებზე წასვლა, სხვანაირად წარმოუდგენელია , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

როგორც ბაჩო დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ.

„ყველაზე მეტად რაზეც მტკივა გული მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, არის ის, რომ როგორც ჩანს, მას არასოდეს არ ჰყოლია გუნდი. ოღონდ ის გუნდი კი არა, რომელიც ყველაფერზე ტაშს გიკრავს, გუნდი არის ის, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გეუბნება, რომ ეს შეიძლება არ იყოს სწორი და ხომ არ ჯობია, ცოტა სხვანაირად გააკეთოთ. ასეთი ტიპის ურთიერთობის დეფიციტი ნამდვილად არის და მაგიტომაც ვხედავთ, რომ მის გარშემო ის ადამიანები არიან, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ, რომლებსაც ყოველთვის სჭირდებოდათ მიხეილ სააკაშვილის სახელის გამოყენება. ფიქრობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელს რაც უფრო ხშირად იტყოდნენ, მისი ყველაზე ერთგული მეგობრები იყვნენ, როდესაც პარალელურად საკუთარ საქმეებს იწყობდნენ. გუნდი არის ის, რომელიც როცა საჭიროა გეტყვის, რომ „მიშა, შეიძლება ასე ჯობდეს“ და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მტერი ხარ ამ ადამიანის. ამიტომ ვამბობ, რომ არაფერი ტრაგედია არ არის იმაში, რომ ჩვენ ერთმანეთს რაღაც საკითხებში არ ვეთანხმებოდეთ“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

კითხვაზე, რატომ არ რიცხავს პარტიიდან „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი მენეჯმენტი ნიკა მელიასა და მის მხარდამჭერებს, ბაჩო დოლიძე პასუხობს, რომ ლევან ხაბეიშვილს ჯერ ასეთი დირექტივა არ მიუღია.

„დირექტივა მიღებული არ აქვს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხაბეიშვილმა რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და მას შესწევს იმის უნარი ან უფლებას აძლევენ თუნდაც რასაც ფიქრობს, დამოუკიდებლად ის გააკეთოს, ძალიან დიდ შეცდომაშია შეყვანილი. დღეს მისი ფუნქცია უბრალოდ დირექტივების გახმოვანებაა. თუ აღარ დასჭირდებათ, შესაბამისად ჩანაცვლებული იქნება სხვა პიროვნებით“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს