სლოვაკეთმა უნგრეთთან სასაზღვრო კონტროლი 23 დეკემბრამდე გაახანგრძლივა

სლოვაკეთმა უნგრეთთან სასაზღვრო კონტროლი 23 დეკემბრამდე გაახანგრძლივა , - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

დღეს, სლოვაკეთის მთავრობამ უნგრეთთან საზღვარზე დროებითი კონტროლის 23 დეკემბრამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო, რათა არალეგალური მიგრაციის ახალი ტალღა აიცილოს თავიდან.

სლოვაკეთის მთავრობამ აღნიშნა, რომ 2023 წლის დასაწყისიდან ნოემბრამდე დაკავებულ არალეგალ მიგრანტთა რიცხვი წინა წლებთან შედარებით 500%-ით გაიზარდა, თუმცა დაკავებულთა რაოდენობა ნოემბრის პირველ კვირაში 1690-დან 29-მდე შემცირდა.

„შეიძლება დავასკვნათ, რომ შიდა საზღვრებზე კონტროლს, მეზობელ ქვეყნებში გატარებულ მსგავს ღონისძიებებთან ერთად, პრევენციული ხასიათი აქვს“, - ნათქვამია სლოვაკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთმა სასაზღვრო კონტროლი 5 ოქტომბერს დააწესა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა