გიორგი ამილახვარმა ეგვიპტის უმაღლესი განათლების მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძესთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ედინბურგში იმყოფება, სადაც უმაღლესი განათლების კონფერენციაში სახელწოდებით “Going Global 2023” მონაწილეობს. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ამილახვარმა შეხვედრა გამართა ეგვიპტის უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების მინისტრთან აიმან აშურთან.

„მხარეებმა ქვეყნებს შორის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

გიორგი ამილახვარმა აიმან აშურს საქართველოში უმაღლესი და პროფესიული განათლების საფეხურებზე მიმდინარე რეფორმები და პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვა გააცნო, რომელიც გულისხმობს განათლების სისტემაში კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობას. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის კუთხით სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს ეგვიპტურმა მხარემ საქართველოსთან თანამშრომლობისა და უმაღლესი განათლების საფეხურზე ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მზაობა გამოთქვა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერის მიზნით, კერძოდ, არქეოლოგიის მიმართულებით ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე იმუშავებს.

ედინბურგში, ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით მიმდინარე უმაღლესი განათლების კონფერენციაში სახელწოდებით ,,Going Global 2023” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის განათლების მინისტრები და ლიდერები მონაწილეობენ, რომლებიც უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია