ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ახალი მთავრობის შემადგენლობა დაასახელა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ახალი მთავრობის შემადგენლობა დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას El Mundo ავრცელებს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა, რომელმაც მთავრობის ფორმირებისთვის საპარლამენტო მანდატი გასულ კვირას მიიღო, მთავრობის ახალი კაბინეტის შემადგენლობა გამოაცხადა, სადაც ოფიციალური პირების უმეტესობა ძველ საკვანძო პოზიციებს ინარჩუნებს, მათ შორის არიან თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელები.

პედრო სანჩსის სოციალისტურ მუშათა პარტია, ისევე როგორც წინა მთავრობა, ძირითად სამინისტროებს გააკონტროლებს.

ამრიგად, საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოსე მანუელ ალბარესი და თავდაცვის მინისტრი, მარგარიტა რობლესი, ასევე შინაგან საქმეთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელები თავიანთ თანამდებობებზე რჩებიან.

ესპანეთის მთავრობის ახალი კაბინეტი 22 მინისტრისგან შედგება, რომელთაგან 12 ქალია, ასევე, ქალია სანჩესის ოთხივე ვიცე-პრემიერი.

მთავრობის შემადგენლობის დასახელებისას პედრო სანჩესმა აღნიშნა, რომ ახალ კაბინეტს

„შესანიშნავი ფემინისტური აქცენტი“ აქვს და შედგება „ადამიანებისგან, რომლებსაც შეუძლიათ არა მხოლოდ ხელმძღვანელობა, არამედ შეთანხმებების მიღწევა და საჯაროდ მათი ახსნა“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს