მწერალთა სახლში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, მწერალთა სახლში, საქველმოქმედო საღამო გაიმართა.

მწერალთა სახლში წარმოდგენილი იყო, სხვადასხვა ცნობილი მხატვრის ნამუშევრები.

საღამოს განმავლობაში შემოსული სრული თანხა კი, ფონდ “ხომლში” გადაირიცხება, რომელიც ჯაბას მურცხვალიძის სიცოცხლის გადარჩენას მოხმარდება.

საქველმოქმედო საღამოს ერთ-ერთი ორგანიზატორის, ლიკა ლეჟავას განცხადებით, ჯაბას მურცხვალიძეს თურქეთში ოპერაცია , 10 იანვარს არის დაგეგმილი. მას ამ დრომდე ხუთი ოპერაცია აქვს ჩატარებული.

მისივე თქმით, ჯაბას სიცოცხლის გადასარჩენად 5 000 აშშ დოლარია საჭირო.

“დღევანდელი საღამო ეძღვნება ჯაბა მურცხვალაძის სიცოცხლის გადარჩენას. უნივერსიტეტის თვითმმართველობა დავუკავშირდით სხვადასხვა მხატვრებს. ყველა ცნობილმა მხატვარმა თავისი ნამუშევარი გაიღო ჯაბას სიცოცხლისთვის. მხატვრები რომლებიც დაგვთანხმდნენ საქველმოქმედო საღამოსთვის უსასყიდლოდ გადმოეცათ ნახატები: ნიკო ცეცხლაძე; ნინო ჩაკვეტაზე, ცირა კალანდაძე,ზურა გომელაური, ლაშა არსენიძე, რიტა ხაჩატურიან, პოლიკო ქლიბაძე, ქეთი მატაბელი, სალომე ტიმჩენკო,გია ჯაფარიძე, ნიკო ხერგილაძე, მედეა კეიდია,ანტონ ბალანძივაძე, მამუკა მიქელაძე,ლიკა კაჭარავა.

ასევე გვყავს სპონსორი კომპანიები: ღვინის კომპანია- „ძმების მარანი”, ფურშეტის კომპანია - „ათინოს სამზარეულო“.

ჯაბას სიცოცხლის გადასარჩენად ვერთიანდებით, როგორც სტუდენტები ასევე სხვადასხვა საზოგადო მოღვაწე და კომპანიები”, - განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, ლიკა ლეჟავამ.

ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლად საბანკო რეკვიზიტებია: “თიბისი” ბანკი - GE45TB7420136080400007; “საქართველოს ბანკი” - GE42BG 0000000162421607

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე