ფინეთის პრეზიდენტი - თავშესაფრის მაძიებლების უკან დაბრუნება შეუძლებელია

თავშესაფრის მაძიებლების უკან დაბრუნება შეუძლებელია , - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ განაცხადა.

„მიგრანტების დეპორტაცია, რომლებიც თავშესაფრის მიღების კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ, შეუძლებელი გახდა, ამიტომ საზღვარზე შესვლა ნიშნავს იმას, რომ თუ სურვილი გაქვს შეგიძლია იმ ქვეყანაში დარჩე“, - განაცხადა ნიინისტომ.

პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ფინეთის პრეზიდენტმა ევროკავშირს ევროპის მასშტაბით საერთო პოლიტიკის დადგენისკენ მოუწოდა.

„შეუძლებელია, ის რომ თითოეული ქვეყანა მხოლოდ თვითონ ცდილობდეს ისეთ სიტუაციაზე ზრუნვას, რომლის მსგავსიც შეიძლება მეზობელ ქვეყანაში მაშინვე წარმოიქმნას“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადის შეჩერების მიზნით, ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე ოთხი გამშვები პუნქტი დახურა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა