ლოიდ ოსტინი - პენტაგონი კონგრესთან უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების დასამტკიცებლად იმუშავებს

პენტაგონი კონგრესთან უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების დასამტკიცებლად იმუშავებს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესში უკრაინის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა გრძელდება და მისი დეპარტამენტი მუშაობას, რათა კიევის თავდაცვისა და სხვა საჭიროებებისთვის დამატებითი დაფინანსება მოიპოვოს.

„მე კვლავ ვხედავ ორპარტიულ მხარდაჭერას კონგრესის ორივე პალატაში და ვიცი, რომ არის რაღაცები, რაზეც უნდა გავაგრძელოთ მუშაობა დამატებითი მოთხოვნის დასამტკიცებლად და ჩვენ ამის შესახებ კონგრესთან მუშაობას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ოსტინმა კიევში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, რაც უკრაინაში ხდება, არა მხოლოდ უკრაინის არამედ, მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის.

„რაც აქ ხდება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო წესრიგზე, რომელიც დაფუძნებულია წესებზე. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არ ვიცხოვროთ სამყაროში, სადაც დიქტატორმა ერთ დღეს შეიძლება გაიღვიძოს, ადგეს და თავისი მშვიდობიანი მეზობლის საკუთრების ანექსია გადაწყვიტოს“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

კიევში ვიზიტის დროს ლოიდ ოსტინმა უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი