კათოლიკური ეკლესია ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ზეიმობს

კათოლიკური ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღნიშნავს - დღეს როცა, რწმენის თანახმად, სამი წლის მარიამი იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

„მარიამი ტაძარში დამკვიდრდა, სრულწლოვანმა ქალწულების აღთქმა დადო და თავი უფალს განაკუთვნა, შემდგომ კი მაცხოვარი მოუვლინა სამყაროს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მრევლს დღესასწაულს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა